ენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზი საქართველოში
4 ივლისს, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტისა და ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ორგანიზიებით ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სემინარების ციკლის მორიგი სემინარი – ენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზი საქართველოში-გაიმართა.
სემინარზე WEG-ის ანალიტიკოსებმა გიორგი მუხიგულიშვილმა და ნატალია შათირიშვილმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზი 2015-2030 წლისთვის და MARKAL/Georgiaმოდელის მეთოდოლოგიური საფუძვლები და ენერგიაზე(ელექტროენერგია, გაზი) მოთხოვნის წინასწარი პროექციები 2015-2036 წლებისთვის.
სემინარზე მოხდა სხვადასხვა სცენარისა და მეთოდის წარმოდგენა და განხილვა ენერგეტიკის სექტორის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად. პროგნოზის მიხედვით, 2036 წლისთვის გაზის მოხმარება სავარაუდოდ გაორმაგდება, ხოლო ელექტროენერგიის მოხმარება 16 ტრვტ. სთ-ს მიაღწევს.
ენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზის გაკეთება მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკების შეფასებისათვის, სექტორის განვითარებისთვის, ჰიდროსადგურების მშენებლობის, ეკონომიკური და ენერგეტიკული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისთვის.