ენერგეტიკული უსაფრთხოების პერსპექტივები საქართველოში
25 აგვისტოს ფინეთის ქალაქ ტურკუში პანევროპული ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე “ენერგეტიკული უსაფრთხოება ფართო ევროპის ფარგლებში“. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს, მოლდოვის, უკარინის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და ყაზახეთის წამომადგენლები.
სემინარზე მოხსენებით გამოვიდა ჩვენი ორგანიზაციის ენერგეტიკული საკითხების მკვლევარი გიორგი მუხიგულიშვილი თემით – „ენერგეტიკული უსაფრთხოების პერსპექტივები საქართველოში“, რომელიც მომზადდა მურმან მარგველაშვილთან ერთად. მოხსენებაში მოკლედ იყო განხილული საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები რეგიონულ ჭრილში. მოხსენაბის გარშემო დისკუსიის შემდეგ პანევროპული ინსტიტუტის დირექტორმა ბატონმა კარი ლიუტომ გამოხატა WEG-თან ენერგეტიკულ კვლევებში სამომავლო თანამშრომლობით დაინტერესება.