ენერგეტიკული გაერთინება და სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტები
15 დეკემბერს, ილიაუნიში, WEG-ისა და ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მორიგი სემინარი სტრატეგიული ენერგეტიკული სატრანზიტო პროექტების განხილვას, საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას და 2014 წელს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე ძირითადი მოვლენების ანალიზს დაეთმო.
ექსპერტმა, თემურ გოჩიტაშვილმა, მიმოიხილა ნავთობისა და გაზის სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, სატრანზიტო კონტრაქტები, ბაზრები და პერსპექტიული პროექტები. მისი თქმით, სატრანზიტო დერეფანი, რომელიც საქართველოს კვეთს, წარმოადგენს კასპიის ნახშიწყალბადების მიწოდების ყველაზე მიმზიდველ მარშრუტს საერთაშორისო ბაზრებზე.
არსებული ინფრასტრუქტურის მიმოხილვისა და დაგეგმილი პროექტების საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ საქართველოს გააჩნია მნიშვნელოვანი სატრანზიტო პოტენციალი იმისთვის, რომ მომავალში საერთაშორისო ბაზრებს დამატებით მიაწოდოს აზერბაიჯანული, და მთლიანად კასპიის რეგიონის ნახშირწყალბადების რესურესბი.
WEG-ის ენერგეტიკული კვლევების დირექტორმა, მურმან მარგველაშვილმა ისაუბრა საქართელოს ენერგეტიკული გაერთიაებაში გაწევრიანების პროცესის მინდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ. მისი თქმით, ენერგეტიკული გაერთიანებაში გაწევრიანება არის საუკეთესო საშუალება, მოხდეს ასოცირების ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების შესრულება – ენერგეტიკული კანონმდებლობის დანერგვა საქართველოში, რადგან ენერგეტიკული გაერთიაენაბის წევრობა საშუალებას იძლევა შეიქმნას სტაბილური საინვესტიციო გარემო, განხორციელდეს სტრატეგიული სატრანზიტო პროექტები, საქართველომ მიიღოს ტექნიკური დახმარება და იაფი სესხები ან მოიძიოს ურთიერთდახმარების სხვა ფორმები გაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის და ამით აირიდოს დამატებით საფრთხეები და ხელისშემშლელი ფაქტორები ევროინტეგრაციის პროცესში.
სემინარის დასასრულს გაიმართა პანელური განხილვა, სადაც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა მარიამ ვალიშვილმა, დავით მირცხულავამ, თემურ გოჩტაშვილმა და მურმან მარგველაშვილმა გააკეთეს შეფასებები 2014 წელს საქართველოს ენერგეტიკული სექტორში განვითარებული ძირითადი მოვლენების შესახებ.
ქნ. მარიამ ვალიშვილის თქმით, ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები განახლდება, ხოლო მუშაობა ენერგეტიკული სტრატეგიის, პოლიტიკასა და სატარიფო მეთოდოლოგიაზე გაგრძელდება, ისევე როგორც სოფლების გაზიფიცირებისა და ლექტროფიცირების პროქტები. ექსპერტებმა ასევე გააკეთეს 2014 წლის ენერგეტიკული მოვლენების მიმოხილვა და კრიტიკული შეფასებები.
სემინარის მასალები: