ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის დირექტივების დანერგვით, კომპლექსური რეფორმების გატარებას გულისხმობს. ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების ეტაპობრივი შესრულება საქართველოს ასოცირების ან ენერგეტიკული გაერთიანების (EC) ფორმატში შეუძლია.

თუ ქვეყანა 2016 წლის სექტემბრამდე ვერ მოახერხებს გახდეს ენერგეტიკული გაერთიანების წევრი (რისთვისაც საჭიროა მხოლოდ შეათანხმოს რეფორმების განხორციელების ვადები და პირობები), მოლაპარაკებები გადაინაცვლებს ასოცირების ფორმატში. მთავარი განსხვავება ამ ორ შესაძლებლობას შორის კი ის არის, რომ ენერგეტიკული გაერთიანება შედარებით მარტივ გზებს სთავაზობს ქვეყანას, ასოცირების ფორმატი კი შეიძლება უფრო ხისტი და რთულად განსახორციელებელი აღმოჩნდეს; თანაც არ არის წინასწარ ცნობილი იქნება თუ არა შესაძლებელი ასოცირების ფორმატში იმავე შეღავათებისა და გამონაკლისების, პოლიტიკური და ენერგეტიკული მხარდჭერის მიღება, რაც ენერგეტიკულ გაერთიანების ფორმატშია შესაძლებელი.

პარტნიორები და დონორები