ენერგეტიკის სექტორის გამჭვირვალობის ინდექსი 2023- საქართველო, მოლდოვა, უკრაინა რუმინეთი

უკრაინულმა ანალიტიკურმა ცენტრმა DiXi Group, WEG და მოლდოვის და რუმინეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ენერგეტიკის სექტორის გამჭვირვალობის 2023 წლის ინდექსის შედეგები გამოაქვეყნა.

ინდექსი აფასებს საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და რუმინეთის ენერგეტიკის სექტორების გამჭვირვალობას. 2023 წლის მონაცემებით, პირველ ადგილზეა რუმინეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა (სარეიტინგო ქულა 86, A- 100-დან) შემდეგ მოდის საქართველო (71, B- კარგი გამჭვირვალობა), მოლდოვა (57, C-საშუალო დონის გამჭირვალობა) და უკრაინა (38, F გაუმჭვირვალე). აღსანიშნავია, რომ უკრაინის შედეგები წინა წლის ინდექსთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუარესებულია, რაც გამოიწვია მიმდინარე ომმა და უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ინფორმაციის დახურვამ. სხვა ქვეყნების შემთხვევაში გამჭვირვალობა მცირდით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდა. საქართველოს შემთხვევაში, წინა წელთან შედარებით, გამჭვირვალობა 12 ქულით გაიზარდა.

ინდექსი აფასებს გამჭვირვალობას ევროინტეგრაციის პროცესში განსახორციელებელი დირექტივებისა და რეგულაციების გადმოტანისა და განხორციელების მიმართულებით და მოიცავს შემდეგ საკითხებს: ენერგეტიკული ბალანსები, ბუნებრივი მონოპოლიების საქმიანობისა და ენერგიის მიწოდებისა და მოხმარების საკითხების გამჭვირვალობა, ანგარიშგების, პოლიტიკის შემუშავების პროცესისა და საჯარო უწყებების საქმიანობების გამჭვირვალობა.

საქართველოში გამჭვირვალობის კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ენერგეტიკული სტატისტიკის გამოქვეყნებას. მიღწეული პროგრესის მიუხედავად, 2023 წელს კვლავ პრობლემური იყო ენერგეტიკული ბაზრების გახსნის საკითხები, ელექტროენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება რამდენიმეჯერ გადაიდო, გაზის ბაზრის ჩამოყალიბება კი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. მოსახლეობას არ აქვს ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის არჩევის შესაძლებლობა, ენერგეტიკული კომპანიების ანგარიშები ხშირად არ არის ხელმისაწვდომი, პრობლემურია კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზის ფასების დადგენის გამჭირვალობის საკითხი.

2023 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი იყო ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით. დაიწყო ცენტრალური ხელისუფლების საკუთრებაში არსებული შენობების ინვენტარიზაცია და შემუშავდა ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის განხორციელებისთვის საჭირო მეორადი კანონმდებლობის დიდი ნაწილი.

პოლიტიკის დაგეგმვისა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხები გაუმჯობესებას საჭიროებს. არ მიმდინარეობს ენერგეტიკის პოლიტიკისა და სტრატეგიული დოკუმენტების მონიტორინგი და შესრულების ანგარიშების წარმოება. არ არსებობს სახელმწიფო დახმარების მიმღები პროექტების (State aid) რეგისტრი და არ ქვეყნდება წლიური ანგარიშები.

რეკომენდებულია, რომ ენერგეტიკულმა კომპანიებმა, პოლიტიკის შემქმნელმა და მარეგულირებელმა უწყებებმა უფრო დიდი ძალისხმევა მიმართონ მონაცემების ღიაობისა და გამჭვირვალობისკენ, რაც ენერგეტიკის სექტორის რეფორმის წარმატების აუცილებელი პირობაა.

კვლევის ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოებისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება ენერგეტიკული გამჭვირვალობის ინდექსის გამოყენებით“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში EU for Integrity პროგრამის ფარგლებში.

ამ პოსტის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ WEG და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციად.

პარტნიორები და დონორები