ენერგეტიკის ეროვნული სტრატეგიის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

საქართველო
USAID
2020

კვლევა USAID ენერგეტიკის პროგრამის პროექტის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია,  შეაფასოს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის სტრატეგიული დაგეგმვის, სიღრმისეული ენერგეტიკული პოლიტიკის და შესაბამისი სტრატეგიების შემუშავების ეფექტიანი და ოპტიმალური გზები, გამოავლინოს არსებული ბარიერები და გადაწყვეტილების მიმღებებს შესთავაზოს მათი დაძლევის ღონისძიებები.

წინა კვლევები და სპეციალისტებთან კონსულტაციები აჩვენებს, რომ ენერგეტიკული სტრატეგიის არარსებობა დიდწილად განაპირობებს ენერგეტიკის სექტორში პრობლემების დაგროვებას: მათ შორის, ენერგეტიკული იმპორტის და მონოპოლიური დამოკიდებულების ზრდას, კერძო ინვესტივიების შემცირებას და სახელმწიფოს საინვესტიციო ხარჯების ზრდას, არაეფექტური სატარიფო სუბსიდირებას და მოსახლეობის წინააღმდეგობას ინფრასტრუქტურული პროექტებისადმი, ენერგოეფექტიანობის და განახლებადი ენერგიის რესურსების გამოუყენებლობას, რაც ჯამში სექტორს და ქვეყანას დიდ ზიანს აყენებს და განვითარების საფრთხეებს უქმნის. ამ პრობლემების დაძლევისათვის აუცილებელია სიღრმისეული ანალიზი, სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბება და განხორციელება, რასაც სათანადო ანალიტიკურ და კვლევითი უზრუნველყოფა და პოლიტიკური ნება სჭირდება.

კვლევაში WEG-ი განიხილავს სტრატეგიის შემუშავების სამ შესაძლო სცენარს, რომელთაგან  უპირატესი სამინისტროს მიერ სტრატეგიაზე მომუშავე ანალიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების და ენერგეტიკულ კვლევებზე ფოკუსს გულისხმობს.

პარტნიორები და დონორები