ელექტროენერგიისა და გაზის სამომხმარებლო ტარიფების დინამიკა 2006-2016 წ. პერიოდში ინფლაციის გათვალისწინებით
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2006 წლის შემდეგ 2013 და 2015 წლებში შეიტანა ცვლილებები თელასისა და ენერგო-პროს სამომხმარებლო ტარიფებში. 2006 წელს თელასისა და ენერგო-პროსთვის დადგენილი 13.6 და 14 თეთრი/კვტ.სთ ტარიფები 2013 წელს 3-3 თეთრით შემცირდა და 2015 წელს ისევ გაიზარდა 3.8 და 3.3 თეთრით.
ყაზტრანსგაზ თბილისის ტარიფი 2007 წლის შემდეგ მხოლოდ 2013 წელს შეიცვალა და 42.9 თეთრი/მ3-დან 38.7 თეთრ/მ3-მდე შემცირდა.
საქართველოში ბოლო 10 წლის (2006-2016) განმავლობაში ინფლაციამ 35% შეადგინა. შესაბამისად, 2006-2016 წლებში თელასის და ენერგო-პროს ტარიფები 31% და 33%-ით, ხოლო 2007-2016 წლებში ყაზტრანსგაზ თბილისის ტარიფი 36%-ით შემცირდა (გაუფასურდა). 2016 წელს არსებული თელასის, ენერგო-პროსა და ყაზტრანსგაზის სამომხმარებლო ტარიფები (14.4 თეთრი/კვტ.სთ, 14.3 თეთრი/კვტ.სთ და 38.7 თეთრი/მ3 დღგ-ს გარეშე) ინფლაციის გათვალისიწნებით რეალურად შეადგენს 9.4 თეთრი/კვტ.სთ თელასისა და ენერგო-პროს შემთხვევაში, ხოლო 27.5 თეთრი/მ3 ყაზტრანსგაზისთვის.
ამასთან, ლარი დოლართან მიმართებით 2006-2017წ. პერიოდში 35% გაუფასურდა და ტარიფები აშშ ცენტებში კიდევ უფრო შემცირდა-შეადგინა 16.1 ცენტი/მ3 ბუნებრივი აირისათვის და 6 ცენტი/კვტ.სთ ელექტროენერგიისათვის.