ეინარ ჰოუპი
2000 წლიდან ეინარ ჰოუპი ნორვეგიის ეკონომიკის სკოლის(NSE) ენერგეტიკის ეკონომიკის პროფესორია(ბერგენი, ნორვეგია). მისი აკადემიური კარიერა დაიწყო 1967 წელს,როდესაც გახდა ასოცირებული პროფესორი მრეწველობის ორგანიზაციისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით სპეციალიზირებულ სკოლაში.
ეინარ ჰოუპი ხელმძღვანელობდა სამ კვლევით ისნტიტუტს, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ნორვეგიის ეკონომიკის სკოლასთან. ესენია: სამრეწველო კვლევების ინსტიტუტი (1975-78), გამოყენებითი ეკონომიკის კვლევთი ცენტრი (1978-90) და ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების კვლევითიფონდი (1990-95).ეს კვლევითი ინსტიტუტები ახორციელებდნენ კვლევებს ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში კვლევით საბჭოებთან, სახელმწიფოსთან, ინდუსტრიულ ორგანიზაციებთან და ფირმებთან ხელშეკრულების საფუძველზე. ჰოუპის ხელმძღვანელობის პერიოდში ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების კვლევების ფონდი გახდა წამყვანი კვლევითი დაწესებულება ნორვეგიაში.
ჰოუპი იყომთავარი მკვლევარი 1987-90 წლებში ნორვეგიის ეკონომიკის სკოლის მიერ წარმოებულ კვლევაში, რომელმაცნორვეგიის ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირებისასსაბოლოოდ განსაზღვრა ახალიბაზრის და რეგულირების სტრუქტურა.ეს იყო ენერგეტიკის სფეროშიგანხორციელებული მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი საბაზრო რეფორმა.ჰოუპი გახლდათ ნორვეგიის მთავრობის მრჩეველი რეფორმის განხორციელების პერიოდში და ასევე ჩართული იყო დანიის, ფინეთისა და შვედეთის ელექტროენერგიის ბაზრების ჩრდილოეთის ინტეგრირებულენერგეტიკულ ბაზარშიჩართვის პროცესში. ის ასევე იყო ისლანდიის მთავრობის მრჩეველი ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების პროცესში.
1995 წელს ჰოუპი ნორვეგიის მთავრობის მიერ დაინიშნა ნორვეგიის კონკურენციის სააგენტოსგენერალურ დირექტორად სადაც 2000 წლამდე მუშაობდა. იგი ჩართული იყო კონკურენციის პოლიტიკისა და სექტორის სპეციფიური მარეგულირებელი რეფორმების შემუშავებაში ევროკავშირის(EU) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) ფარგლებში. ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება და სხვადასხვა სემინარისა და კონფერენციის მომზადება.
ეინარ ჰოუპი ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო ენერგეტიკის ეკონომიკის საერთაშორისო ასოციაციის(IAEE) წევრი, ხოლო 2012 წელს გახდა მისი პრეზიდენტი. მისი ინიცირებით გამოიცა IAEE-ს პირველი ჟურნალი – ენერგეტიკის ეკონომიკა და გარემოსდაცვითი პოლიტიკა –რომლის პირველი ნომერიც 2012 წლისიანვარში დაიბეჭდა.
ჰუპი არის რამდენიმე წიგნისა და 200-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. იგი კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში, მათ შორის- თბილისის სახელმფიწო უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლაში.
2007 წელს ის აკურთხეს რაინდად და ნორვეგიის მეფის მიერ მიენიჭა წმ.ოლავის სახელობის პირველი სამეფო ორდენი „საზოგადოებისა და კაცობრიობის წინაშე გაწეული ღვაწილისათვის“.