SSP/RESMD – სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა

23-27 იანვარს, კიევში, ენერგეტიკული სექტორის გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა შედგა, რომელიც MARKAL-ის მოდელების დახვეწას, გაუმჯობესებას და სცენარების ჩამოყალიბებას ეხებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები. ძირითადი განსახილველი საკითხები იყო ქვეყნების მოდელების გაუმჯობესება და დახვეწა, ასევე, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის სცენარების ფორმულირება და CO2-ის გაფრქვევების შემცირების ანალიზი.

თითოეული ქვეყნის მიერ წარმოდგენილი შედეგები მონაწილეებმა საერთო, მრგვალ მაგიდასთან განიხილეს. შეხვედრას დაესწრო უკრაინის მთავრობის, USAID-ის, ევროპის კომისიის, მსოფლიო ბანკის და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ მოესმინათ მოდელების შესაძლებლობების და შედგების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია. სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის მოდელს დაეთმო. მსგავსი შეხვედრები თითოეული მონაწილე ქვეყნის მთავრობების წარმო-მადგენლებთან მომავალშიც არის დაგეგმილი. საქართველოში მსგავსი შეხვედრა სავარაუდოდ მარტის დასაწყისში გაიმართება და ძირითადი შედეგები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ენერგეტიკის სექტორში მომუშავე სპეციალისტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარედგინებათ.

შეხვედრაზე WEG-ი წარმოადგინა ენერგეტიკის საკითხების მკვლევარმა, ნატალია შათირიშვილმა, მან დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მოდელი გააცნო. გაუმჯობესებული მოდელი უკეთესად წარმოაჩენს საქართველოს ენერგო-სექტორს და გაამარტივებს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კონკრეტული სცენარების გაანალიზებას.

პარტნიორები და დონორები