საქმიანობა

  • კვლევა: საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკის შესწავლა ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკის მართვის, რეგულირების, თანამედროვე ტექნოლოგიების და სხვა საკითხებში კონკრეტული ამოცანების ოპტიმალური გადაწყვეტის გზების გამოსავლენად;
  • ანალიზი: ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სექტორების საკანონმდებლო გარემოს, მართვის, რეგულირების, ექსპლუატაციისა და სხვა სფეროებში არსებული მდგომარეობის ანალიზი; სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიული დოკუმენტების კონკრეტული პროექტების და პროგრამების, ასევე სექტორული და რეგიონული განვითარების პროექტების და გეგმების ანალიზი;
  • ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება: სამთავრობო, ადგილობრივი/საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, დონორების, კვლევითი და სასწავლო დაწესებულებებისათვის ინფორმაციის მიწოდება ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ. მოქალაქეების ცნობიერების ზრდა ამ მიმართულებით და საზოგადოებრივი დიალოგის ხელშეწყობა;
  • კონსულტაცია: გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასებები რეგიონული და ადგობრივი განვითარების პროექტებისათვის, კონკრეტული პროგრამების და პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასებები, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროგრამების და პროექტების მონიტორინგი;
  • საგანმანათლებლო საქმიანობა: სასწავლო პროგრამების და კურსების შემუშავება სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისათვის (საჯარო/კერძო სექტორი, მედია, სტუდენტები). 2016 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, შევიმუშავეთ ახალი სამაგისტრო პროგრამა „ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება“.

პარტნიორები და დონორები