სემინარი აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმების შეფასებაზე

ამა წლის 5-6 ივლისს, მანილაში, აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისში, გაიმართა კვლევებისა და განვითარების ტექნიკური დახმარების პროგრამის – „აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმების შეფასება“ გახსნითი სამუშაო შეხვედრა.

აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს შეფასდეს ელექტროენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული რეფორმებიაზიისა და წყანრი ოკეანის რამდენიმე განვითარებადქვეყანაში, რომლებშიც ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარება რჩება ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებად და რომლებმაც მიაღწიეს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ წინსვლასამ მიმართულებით

შეხვედრა მიზნად ისახავდა: ზემოთ ხსენებული პროგრამის კომპონენტების გაცნობას,  ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონალური მასშტაბით ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებისა და რეფორმირების პროცესში დაგროვილ გამოცდილების ურთიერთ გაზიარებას, მდგრადი ელექტროენერგეტიკული სექტორის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ცოდნის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობას.

შეხვედრაზე წარმოდგენილ და განხილულ იქნაინფორმაცია საქართველოს, შრი-ლანკისა და ვიეტნამის ელექტროენერგეტიკულ სექტორებში განხორციელებული რეფორმების შესახებ.

 

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ მ.ვალიშვილმა და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრმა ს.მესხმა. და ექსპერტებმა ირმა ქავთარაძემ და მურმან მარგველაშვილმა,რომლებმაც გააკეთესმოხსენება საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგიის შესახებ მათ დაწვრილებით მიმოიხილეს სექტორში განხორციელებული რეფორმები, რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში მდგრადი ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას, ასევე ისაუბრეს პოლიტიკურ/საკანონმდებლო მიღწევებზე, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე.

პრეზენტაცია

 

პარტნიორები და დონორები