სამუშაო შეხვედრა – ენერგეტიკული კავშირი და ენერგეტიკული უსაფრთხოება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში

2015 წლის 20 ოქტომბერს, ბრიუსელში, ანალიტიკური ცენტრის, „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა რომელიც ევროკავშირის ახალი ინიციატივის – ენერგეტიკული კავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ექვსი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების განხილვას დაეთმო.  პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ცნობიერების დონის ამაღლება  ენერგეტიკული კავშირის შესახებ და ევროკავშირთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრავება ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით.

ექსპერტებმა საქართველოდან, უკრაინიდად, მოლდოვადან, ბელარუსიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტები  და განიხილეს ძირითადი მიგნებები და გამოწვევები. შეხვედრას ევროკავშირის მხრიდან ესწრებოდნენ მარიონ შილერ-პრობსტი (DG ENER), ნატალია მიოლატო (DG NEAR) და კამელია სუიკა (EEAS).

პრეზენტაციების შემდეგ გამართულ დისკუსიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა და საჭიროება გამოიკვეთა, მათ შორის:

  • ენერგეტიკული წყაროებისა და მომწოდებლების დივერსიფიკაციის აუცილებლობა
  • არსებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია
  • არსებუბლ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ტრანზიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • ენერგეტიკულ სექტორში კვლევების საჭიროება და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება ენერგეტიკული კავშირის სტრატეგიის მიზნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ.

ასევე აღინიშნა, რომ კარგი მმართველობა და გამჭვირვალობა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიღწევის ერთერთი აუცილებელი პირობაა.

Armenia

Azerbaijan

Belarus

Georgia

Moldova

Ukraine

ENERGY UNION AND ENERGY SECURITY IN EaP COUNTRIES

პარტნიორები და დონორები