საქართველოს მეორე ორწლიური განახლების ანგარიშის თავის „შერბილების “ შემუშავება UNFCCC-სთვის

გარემოს დაცვა
საქართველო
UNDP
2018

გაეროს განვითარების პროგრამისა და მსოფლიო გამოცდილება საქართველოს შეთანხმების საფუველზე, WEG ფასილიტაციას გაუწევს საქართველოს მეორე ორწლიური განახლების ანგარიშის თავის: „შერბილების“ შემუშავებას UNFCCC-სთვის. პროექტი ხორციელდება UNDP/GEF-ის პროექტის „ საქართველოს მეოთხე ეროვნული კომუნიკაციის და მეორე ორწლიური გაბნახლების ანგარიშების შემუშავება UNFCCC-სთვის“

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • მესამე ეროვნული შეტყობინების და პირველი ორწლიური განახლების ანგარიშის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიმოხილვა შერბილების ღონისძიებების ხარვეზებისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოსავლენად.
  • შერბილების ღონისძიების ან ღონისძიებების ჯგუფის შესაზებ ინფორმაციის ანალიზი
  • საქართველოში სათბური გაზების ემისიის შემცირების პოტენციალის განახლება
  • საბაზისო (BAU) და შერბილების სცენარების განახლება 2016-2030 წლებისთვის ხელმისაწვდომ უახლეს მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით
  • კლიმატის ცვლილების შემცირების ღონისძიებების და პოლიტიკის საკითხებზე საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრის ორგანიზება
  • „შერბილების“ თავის, მისი შეჯამების და ქართულ-ინგლისური ვერსიების მომზადება.

 

პარტნიორები და დონორები