საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

19 ივნისს, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ WEG-ის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე. 

შეხვედრის მიზანი იყო ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე საგნობრივი და კვალიფიციური დიალოგის ხელშეწყობა. 

საქართველოში ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მომუშავე უწყებების წარმომადგენლებმა, წამყვანმა სპეციალისტებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მონაწილეობა მიიღეს პანელურ განხილვასა და დისკუსიაში. მათ განიხილეს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არსებულ მდგომარეობა, მთავარი გამოწვევები და გაუმჯობესების მიმართულებები, ასევე მიმოიხილეს ევროკავშირის დირექტივების  (2005/89/EC და 2004/67/EC ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების უსაფრთხოება) ძირითადი მოთხოვნები და მათი დანერგვის ღონისძიებები საქართველოში.    

შეხვედრის დასაწყისს აღინიშნა, რომ საქართველოს ამოცანაა რეგიონალური ფუნქციისა და როლის განსაზღვრა და შემდგომ უსაფრთხოების კონცეპციაში გარდაქმნა. უსაფრთხოების საკითხები სისტემური და ჰოლისტიკურია და ენერგეტიკა არის მისი ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. 

მონაწილეებმა დაწვრილებით განიხილეს ელექტროენერგიის, გაზის, ბიომასის სექტორებში არსებული პრობლემები, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ ქვეყნის ენერგეტიკული და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. 

ელექტროენერგიის სფეროში მნიშნელოვან გამოწვევად დასახელდა ჰიდროენერგეტიკის განვითარების პრობლემები, საინვესტიციო გარემოს ხარვეზები და წახალისების ეფექტური სქემების არარსებობა, რის გამოც რეალურად საქართველოში წარმოებული ენერგია უფრო ძვირია, ვიდრე იმპორტირებული ენერგია. 

გაზის სფეროსთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ საქართველოში არსებული მონოპოლიური ბაზრის გათვალისწინებით (ძირითადი მომწოდებელი არის აზერბაიჯანი), მნიშვნელოვანია არსებობდეს მიწოდების რეგულირება და ფასები არ იყოს დერეგულირებული, რადგან ქვეყანაში კონკურენტული ბაზარი ჩამოყალიბებული არ არის. ექსპერტებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სტრატეგიული დაგეგმვის აუცილებლობაზე და გრძელვადიანი ხედვის შემუშავებაზე ქვეყნის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით. 

შეხვედრის მიწურულს ასევე ისაუბრეს საქართველოში შეშის გამოყენების კუთხით არსებულ ვითარებაზე, შეშა მთლიანი ადგილობრივად წარმოებული ენერგიის 40%-ს აკმაყოფილებს, შეშის მოხმარება და წვა ხდება უკიდურესად არაეფექტურად, რაც ტყეების დეგრადაციას იწვევს, თუმცა ტყესთან დაკავშირებული საკითხები არ შედის ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციაში. 

ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა  კანონმდებლობის შემუშავებასა და გაუმჯობესებაზე სხვადასხვა მიმართულებით, რის შემდეგაც განისაზღვრება კონკრეტული რეფორმების სამოქმედო გეგმები. 

პარტნიორები და დონორები