საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავებისადმი მიძღვნილი დისკუსია

5 ივლისს, სასტუმრო „ბეტსიში“ ორგანიზაციამ „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავებისადმი მიძღვნილ დისკუსიას უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, არასამთავროო სექტორის წარმოამადგენლები და ენერგეტიკის სპეციალისტები.

დისკუსია წარმოადგენდა WEG-ის მიერ განხორციელებული პროექტის „სტრატეგიისა და პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა საქართველოში“ შემაჯამებელ ნაწილს, რომელიც  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საქართველოს საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ნატალია შათირიშვილმა ჩამოაყალიბა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემები და ისაუბრა სტრატეგიის არსებობის მნიშვნელობაზე. გიორგი მუხიგულიშვილმა მიმოიხილა მსოფლიო ქვეყნების გამოცდილება სტრატეგიის შემუშავების კუთხით, ბოლოს კი მურმან მარგველაშვილმა წარმოადგინა საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიისა და პოლიტიკის დოკუმენტის შექმნისთვის საჭირო პროცესის აღწერა კონკრეტული ღონისძიებებისა და საქმიანობების მითითებით. პრეზენტაციებს შორის იმართებოდა ღია დისკუსია.

დისკუსიაში მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს WEG-ს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშასთვის, იმსჯელეს სტრატეგიის შექმნის კონკრეტულ პროცედურულ საკითხებზე და შემდგომ ნაბიჯებზე. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ, ქ-ნმა მარიამ ვალიშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტრო იღებს პასუხისმგებლობას სტრატეგიის შემუშავებაზე, ამ მიზნით შეიქმნება ჯგუფი სამინისტროს შემადგენლობაში, რომელიც სამინისტროს წარმომადგენლების გარდა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტდება. დაფინანსების წყაროდ სამინისტრო დონორ ორგანიზაციებს მოიაზრებს.

პარტნიორები და დონორები