საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი აკად. ივერი ფრანგიშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი

2010 წლის 1-4 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის შენობებში ჩატარდა აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის დაბადებიდან წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია ძირითადად მიეძღვნა საინფორმაციო კომპიუტერული ტექნოლოგიის, მოდელირების, მართვის და სხვა საკითხებს. მოხსენებებით გამოვიდნენ საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, ლიტვის სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე WEG წარმოდგენილი იყო მოხსენებით, „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მოდელირება MARKAL მოდელის გამოყენებით“ რომელიც წარადგინა პროექტის სპეციალისტმა ნატალია შათირიშვილმა. წარმოდგენილი მოდელი მოიცავს ენერგეტიკულ სისტემის სრულ სურათს, პირველადი ენერგიის მიწოდებიდან, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და ასევე მოსახლეობის მიერ მის საბოლოო მოხმარებამდე. დაგეგმვის პერიოდი ვრცელდება 2030 წლამდე. WEG სამუშაოს ატარებს ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კომპანია IRG-ს დახმარებით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

პარტნიორები და დონორები