როგორ უზრუნველვყოთ გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება

25 იანვარს, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაიმართა შეხვედრა თემაზე: „როგორ უზრუნველვყოთ გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება?“.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის წარმომადგელებმა ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით არებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი, WEG-ის დირექტორი მურმან მარგველაშვილი და „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე“, დავით სიხარულიძე. შეხვედრის მოდერატორი გახლდათ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

შეხვედრის დასაწყისს, მურმან მარგველაშვილმა ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობასა და საქართველოსთვის ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან უარყოფითად შეაფასა გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის პრაქტიკის არარსებობა საქართველოს ენეგრეტიკულ სექტორში.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო დისკუსიას და  კითხვებს „გაზპრომ ექსპორტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, რომლის ფარგლებშიც, საქართველო გაზის ტრანზიტის საფასურის ნატურით ანაზღაურების სანაცვლოდ, მონეტარულ ანგარიშგებაზე გადადის. მარიამ ვალიშვილმა ამ ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ფინანსური სარგებლის შემცირებისა, ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით, აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოსთვის საზიანო არ არის.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ: რონდელის ფონდი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, WEG, „კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა“

პარტნიორები და დონორები