პროექტის „ტექნოლოგიური საჭიროების შეფასება“ საბოლოო ანგარიში

პროექტის „ტექნოლოგიური საჭიროების შეფასება“ საბოლოო ანგარიშის ნაწილი, რომელიც კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ტექნოლოგიების კვლევას ეხება მოამზადა ფონდმა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ქართველ ექსპერტებთან კონსულტაციების დახმარებით. პროექტის ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის კვლევების ცენტრი (UNEP Risoe Center). აღნიშნული კვლევა გლობალური გარემოსდაცვით ფონდის მიერ დაფინანსდა და მას გარემოსდაცვის სამინისტროსთან არსებული მმართველი საბჭო უწევდა ზედამხედველობას.

აღნიშნული პროექტი საქართველოსთან ერთად განხორციელდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 14 ქვეყანაში.ის მკვლევართა ჯგუფმა შეაფასა კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ტექნოლოგიები სხვადასხვა სექტორებში, რომელთა იდენტიფიკაცია და პრიორიტეტებად დალაგება მოხდა ქვეყნის განვითარებისათვის პრიორიტეტებთან შესაბამისობის და სათბურის გაზების გაფრქვევების შემცირების პოტენციალის მიხედვით. კვლევის პროცესში ჩატარდა შერჩეული ტექნოლოგიების ბაზრებისა და მათი გავრცელების ბარიერების სიღრმისეული ანალიზი. შეიქმნა აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვის სამოქმედო გეგმები და საპილოტო პროექტების წინადადებები.

პროექტის საბოლოო ანგარიშში აღწერილია როგორც კვლევის პროცესი, ასევე მისი საბოლოო შედეგები, რომელიც მოიცავს ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგოტექნოლოგიების ეკონომიკურ ანალიზს, შერჩეული ტექნოლოგიების ბაზრების აღწერასა და ბარიერების ანალიზს, იდეებს საპილოტო პროექტებისათვის, რომლებიც დაეხმარებიან აღნიშნული ბარიერები ეფექტურად გადალახვას.

საბოლოო ანგარიში

პარტნიორები და დონორები