ნატო - მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის - „სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული ნაკადების უსაფრთხობის რისკები და კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა“

energy
Georgia
NATO SPS
2016

გენერალ ჯოანს ზემაიტის სახელობის ლიტვის სამხედრო აკადემიასთან ერთად, ნატოს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის პროგრამის ფარგლებში, WEG აწყობს სამუშაო შეხვედრას „სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული ნაკადების უსაფრთხოების რისკები და კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა“.

შეხვედრის მიზნებია:

  • საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო ენერგეტიკული ფუნქციის მნიშვნელობის გადახედვა არსებული და მომავალი პროექტების განხილვით, მათ შორის, სამხრეთის გაზის კორიდორი, ნავთობის პოტენციური ნაკადები და სხვ,
  • უსაფრთხოების ახალი გამოწვევების ანალიზი რომლებიც განპირობებულია გაზრდილი ტერორისტული რისკებით, პოტენციური სამხედღო ღონისძიებებითა და პოლიტიკური არასტაბილურობით.
  • კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიების განხილვა
  • უსაფრთხოების რისკების შეფასების მეცნიერული მიდგომის განხილვა და შესაბამისი პრევენციის, შერბილებისა და დაცვის სისტემების შემუშავება.
  • უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების პოტენციური ფორმების განხილვა ნატოსა და რეგიონის ქვეყნებს შორის იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადეკვატური სტრატეგიული და ტაქტიკური დაცვითი ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხეების წინააღმდეგ.

ღონისძიებას დაესწრებიან ენერგეტიკის სექტორის სპეციალისტები, პრაქტიკოსები, რომლებსაც შეხება აქვთ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასთან, უსაფრთხოებასა და ახალ ენეგრეტიკულ პროექტებთან, ნატოსა და ეკვროკავშირის ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

პარტნიორები და დონორები