„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ პოლიტიკურ პარტიებს კონსულტაციებს სთავაზობს

ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროგრამების ენერგეტიკული ნაწილის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

წინასაარჩევნო პერიოდში, ენერგეტიკა ტრადიციულად ხდება ამომრჩევლის გულის მოგების საშუალება. ტარიფების თუ ახალი ენერგეტიკული პროექტების გარშემო მიმდინარე დებატები წინა პლანზე იწევს და ამომრჩევლებს ხშირად ზედაპირულად ჰპირდებიან ტარიფების დაკლებას, ჰიდროელექტროსადგურებით ენერგოუსაფრთხოების მიღწევას, მშენებლობაზე დასაქმებას  და ა.შ. ეს უყურადღებოდ ტოვებს ქვეყნის და თითოეული მოქალაქის გრძელვადიან ენერგეტიკულ ინტერესებს და უარყოფითად აისახება ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე.

ჩვენი მიზანია, ქვეყნის ენერეტიკული უსაფრთხოების და ეკონომიკის გაძლიერება, რის ერთ-ერთ გზადაც გვესახება ენერგეტიკული პოლიტიკის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით პოლიტიკოსთა ინფორმირება და მოსახლეობის ცნობიერების ზრდა. ამისათვის განვახორციელებთ პარტიების წინასაარჩევნო ენერგეტიკული პროგრამების ანალიზს და უზრუნველვყოფთ ინფორმირებას ენერგეტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო არჩევნებს შემდგომ, ახალი მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის - შეფასებას. ამავე დროს, მზად ვართ, პარტიებს გავუწიოთ კონსულტაცია და გავუზიაროთ ის ფაქტობრივი და ანალიტიკური მასალა, რაც პროგრამების დახვეწაში დაეხმარებათ.

WEG-ის მონიტორინგის შედეგები რეგულარულად გადაეცემა მედიას, საბოლოო დასკვნები კი წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო და ადგილობირვი ორგანიზაციების, დონორების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელიც არჩევნებამდე 10 დღით ადრე გაიმართება.

პროექტი ხორციელდება ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით.

პარტნიორები და დონორები