„მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ გახსნის ღონისძიება ბათუმში

1 აგვისტოს, ბათუმში „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა. ცერემონიალს ესწრებოდნენ რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

სამოქმედო გეგმის პროექტი ოფიციალურად გახსნა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ EBRD-ის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გუნდის დირექტორის მოადგილის ლინ ო’გრეიდისთან (Lin O’Grady) ერთად. მისი თქმით, ბათუმის მერია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, აცნობიერებს და ღებულობს პასუხისმგებლობას აღნიშნულ ამ პროექტზე.

პროექტის გეგმის შემუშავებას, რომელიც 14 თვე გაგრძელდება,  ბათუმის მუნიციპალიტეტი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ერთობლივად იწყებენ, რითაც ბათუმი EBRD-ის მწვანე ქალაქების ჩარჩო პროგრამაში ჩაერთვება.

EBRD-ის მწვანე ქალაქების ჩარჩო პროგრამა წარმოადგენს მწვანე ურბანული განვითარების ბიზნესმოდელს, სადაც, სტრატეგიულ დაგეგმვასთან ერთად, ასევე გათვალისწინებულია ინვესტირება და ტექნიკური დახმარება.

ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა განიხილავს გარემოს პირობებზე მოქმედ სექტორებს. მათ შორის, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, ინდუსტრიას, მიწათსარგებლობას, ნარჩენებისა და წყლის მართვას.

პროექტს ახორციელებენ კომპანია AECOM და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის WEG. 

პარტნიორები და დონორები