კონფერენცია საქართველოს გარემოსდაცვითი და ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ

18 იანვარს, სასტუმრო ამბასადორში, CENN და WEG-ის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია „საქართველოს გარემოს-დაცვითი და ენერგეტიკული პოლიტიკა“. ღონისძიება ჩატარდა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით მიმდინარე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის (სსეპ) განვითარების პროგრამის ფარგლებში.

კონფერენციაზე სამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის წარდგენილ იქნა პლატფორმის მესამე სამუშაო ჯგუფის წევრთა მიერ ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია. კვლევითი ნაშრომების თემატიკა მოიცავდა საქართველოში ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების აქტუალურ საკითხებს ევროინტეგრაციის კონტექსტში. შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო (ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროების) და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. “WEG-ის კვლევითი ნაშრომი – „კონკურენცია და მონოპოლია შიდა ენერგეტიკულ ბაზრებზე“ წარადგინა ენერგეტიკული საკითხების მკვლევარმა გიორგი მუხიგულიშვილმა. ნაშრომში დახასიათებულია მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, ევროგაერთიანების ენერგეტიკული კანონმდებლობის ძირითად პრინციპები და განხილულია საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის არსებული სტრუქტურა ამ მიმართებით.

კონფერენციაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო წარმოდგენილი კვლევების შედეგების და ძირითადი პრინციპების განხილვას. მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა მდგრადი განვითარების პრინციპის დაცვის აუცილებლობა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის შეხვედრის დაინტერესებული განხილვების ატმოსფერო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების კონსტრუქციული თემატური დიალოგის გაფართოებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.

პარტნიორები და დონორები