კონფერენცია: “ახალგაზრდა ექსპერტების როლი საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაში”

2012 წლის 18 მაისს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია ,,ახალგაზრდა ექსპერტების როლი საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაში”. კონფერენცია ხორციელდებოდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ,,ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტის”, ასევე ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) და საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის მხარდაჭერით.

აღნიშნული კონფერენციის მიზანი იყო, ხელი შეუწყოს ახალგაზრდ აექსპერტების მონაწილეობას საქართველოს ენერგეტიკის განვითარებაში. კონფერენციას დაესწრენ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სექტორში მომუშავე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა უნივერსიტეტების ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები. კონფერენციის მონაწილეები წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებულ პრეზენტაციებს, რის შემდეგადაც გაიმართა დისკუსია და მსჯელობა.

ფონდს მსოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის (WEG), წარმოადგენდნენ ანალიტიკოსები ნატალია შათირიშვილი და გიორგი მუხიგულიშვილი. მათ წარმოადგინეს მოხსენებები „ენერგეტიკის სექტორის სტრატეგიული დაგეგმვა Markal მოდელის გამოყენებით“ და „ახალი ჰიდროელექტრო სადგურების პროექტების სოციალური ხარჯებისა და სარგებლის შეფასება“. ენერგოსექტორის დაგეგმარებაზე საუბრისას ხაზი გაესვა იმ სირთულეებს, რომელიც საქართველოს აქვს ენეგეტიკის სექტორის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში, მოყვანილ იქნა შედეგები რომელსაც მოდელი იძლევა. ახალი ჰიდროელექტრო სადგურების სოციალური ხარჯებისა და სარგებლის შეფასების ანალიზი დაფუძნებული იყო WEG-ის მიერ ჩატარებულ შიგა კვლევაზე, განიხილებოდა ახალი ჰიდროელექტრო სადგურების აშენების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პარტნიორები და დონორები