ენერგეტიკული საკითხები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში

WEG-მა პოლიტიკური პარტიების ენერგეტიკული პროგრამების მონიტორინგი განახორციელა. განხილული იქნა შემდეგი პარტიების პროგრამები: ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები,  რესპუბლიკური პარტია, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო, პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია და ეროვნული ფორუმი.

აღსანიშნავია, რომ პროგრამების უმეტესობაში ენერგეტიკას ცალკე თავი არ ეთმობა, ენერგეტიკის მიმართულება, როგორც ეკონომიკის ქვესექტორი, გამოყოფილია ქართული ოცნების, რესპუბლიკური პარტიის და თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო პროგრამებში. პარტიის, სახელმწიფო ხალხისთვის, საარჩევნო პროგრამა კი ხელმისაწვდომი არ არის.

პოლიტიკური პროგრამების ენერგეტიკული ნაწილის ანალიზი ხუთი ძირითადი მიმართულებით წარიმართა:

  1. ენერგეტიკული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევები, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოება და დივერსიფიკაცია

ამ მიმართულებით პარტიების წინადადებები მწირია და, ძირითადად, დეკლარატიულ ხასიათს ატარებს. პარტიების ნაწილი საერთოდ არ განიხილავს ენერგეტიკული უსაფრთხოების კონკრეტულ მიმართულებებს. ნაკლები ყურადღება აქვს დათმობილი ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაციას და ამისთვის ახალი სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარებას. სახელისუფლებო პარტიის პროგრამაში ენერგეტიკული უსაფრთხოების მიღწევა პრიორიტეტად არის აღიარებული, თუმცა პროგრამის ენერგეტიკული თავის დიდი ნაწილი ეთმობა შედარებას წინა მთავრობის დროს განხორციელებულ პროექტებთან და ნაკლებად მოიცავს კონკრეტულ გეგმებს სექტორში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.

ფოტოს მაღალი ხარისხით სანახავად მიჰყევით ბმულს http://imgur.com/a/0yFgL

  1. ენერგეტიკული ტარიფები და მათი დადგენა

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ტარიფის შემცირება აღარ არის ენერგეტიკული დისკურსის მთავარი მოტივი. პარტიების ნაწილი თავს იკავებს ტარიფების შემცირების მოწოდებისგან და ამ საკითხის მინდობას აპირებს მარეგულირებელი კომისიისათვის (თავისუფალი დემოკრატები, ქართული ოცნება) თანაც ამ უკანასკნელის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პირობით, რაც უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯია.

ტარიფებზე მსჯელობას შედარებით დიდი ნაწილი ეთმობა რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო პროგრამაში, რომელიც მხოლოდ ელექტროენერგეტიკულ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, პარტიის პროგრამაში ნათქვამია, რომ „ტარიფების შესამცირებლად ხელი უნდა შეეწყოს მიკრო და მცირე მასშტაბის ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში“, რაც ძნელი დასასაბუთებელია, ვინაიდან მცირე ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ენერგიის ერთეულის თვითღირებულება, როგორც წესი, აჭარბებს დიდი სადგურებისას და მნიშვნელოვნად აღემატება დღეს მოქმედი ელექტროსადგურების ტარიფებს.

აღსანიშნავია, აგრეთვე, პატრიოტთა ალიანსის ხედვა გაზის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით, პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, გაზის ტარიფის შემცირება შესაძლებელია დანაკარგების შემცირებით, რომელიც დღეს ზოგიერთ ადგილებში 20%-ს აღწევს. პარტია არ გვთავაზობს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ შეიძლება დანაკარგის შემცირება აისახოს ტარიფის შემცირებაზე. დანაკარგების შემცირება თავისთავად დადებით მოვლენაა, მაგრამ მასზე გაწეული ხარჯების მიხედვით, ეს შეიძლება გახდეს ტარიფის უცვლელად დატოვების, შემცირების ან ზრდის მიზეზიც კი.

ლეიბოროსტული პარტია ამომრჩეველს ტრადიციულად სთავაზობს ტარიფის დაწევას დენზე, გაზზე და წყალზე, რაც შესაბამისი არგუმენტაციის გარეშე, პოპულისტური ხასიათის მატარებელია.

ფოტოს მაღალი ხარისხით სანახავად მიჰყევით ბმულს - http://imgur.com/a/mnO8k

  1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა და საინვესტიციო გარემო

პროგრამებში ნაკლებად არის მკაფიო გზავნილები საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების და სექტორში სტრატეგიული ინვესტორების მოზიდვის აუცილებლობაზე. ზოგიერთი პარტია მოითხოვს მეტ გამჭვირვალობას და ამით საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. სხვები სახელმწიფოს ჩარევას და კონტროლს ანიჭებენ უპირატესობას. გარემოს და სოციალურ საკითხებს ნაკლები ყურადღება ეთმობა, მხოლოდ თავისუფალი დემოკრატები პროგრამაში არის ნათქვამი, რომ ინფრასქტრუქტურული პოექტების განხორციელებისას უნდა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა და სოციალური თვალსაზრისით ყველაზე მისაღები ალტერნატივის განხილვა. პროგრამებში არ არის საუბარი, კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების დაბალანსება. რაც, იმის გათვალისწინებით, რომ ჰესების და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა ყველაზე სენსიტიურ თემას წარმოადგენს რეგიონის მოახლეობისთვის, მეტ ყურადღებას იმსახურებს.

ფოტოს მაღალი ხარისხით სანახავად მიჰყევით ბმულს - http://imgur.com/a/nkWSk

  1. ენერგეტიკის სექტორის მართვა

პარტიების მხოლოდ ნაწილი აღნიშნავს ამ თვალსაზრისით გაუმჯობესების საჭიროებას და მეტნაკლებად აღიარებს რეფორმის, გამჭვირვალობის, სემეკის მეტი დამოუკიდებლობის და საპარლამენტო კონტროლის აუცილებლობას. საინტერესოა თავისუფალი დემოკრატების ხედვა ამ მიმართულებით, რომლებიც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ სექტორის განვითარების ერთიანი ხედვის და სტრატეგიის შემუშავებას, ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას და რეფორმების გატარების დაჩქარებას და ეფექტური საპარლამენტო კონტროლის დაწესებას.

ფოტოს მაღალი ხარისხით სანახავად მიჰყევით ბმულს - http://imgur.com/a/NG1y5

  1. მწვანე ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება

განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის განვითარება უმეტეს პლატფორმებში გათვალისწინებულია, თუმცა, ძირითადად, შემოიფარგლება ზოგადი განცხადებებით, არგუმენტაციის ან მექანიზმების შემოთავაზების გარეშე. ამ მიმართულების განვითარების აუცილებლობას აღიარებს პარტიების უმეტესობა, თუმცა არ არის ცხადი, თუ რამდენად მზად იქნებიან რომ სწორად დაგეგმონ და განახორციელონ სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებები განვითარებული ქვეყნების გამოცდილების შესაბამისად. ასევე სათანადოდ არ არის გათვალისწინებული კლიმატის ცვლილების ფაქტორი მისი შერბილების და მასთან შეგუების საერთაშორისო პროცესებთან კავშირი.

ფოტოს მაღალი ხარისხით სანახავად მიჰყევით ბმულს - http://imgur.com/a/hubCp

საარჩევნო პლატფორმების ანალიზის შედეგები აჩენს სურვილს, რომ ნახსენები ენერგეტიკული საკითხები განხილული იქნას უფრო კომპლექსურად და დეტალურად. დეკლარაციებსა და სურვილებთან ერთად, მიზანშეწონილია, ჩანდეს მეტი არგუმენტაცია და განხორციელების გზები. ამ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს როგორც წინასაარჩევნო დებატებში, ასევე, შემდგომ საპარლამენტო მუშაობაში.

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების მონიტორინგი განხორციელდა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით, პროექტის - პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დებატების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში - ფარგლებში. 

პარტნიორები და დონორები