ენერგეტიკის სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა

7-11 ივნისს, კიევში ჩატარდა ენერგეტიკის სტრატეგიული დაგეგმვის სამუშაო შეხვედრა,  რომელიც ორგანიზებული იყო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა(USAID) და ბერძნული ფონდის Hellenic Aid მიერ ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის 10 წევრი და დამკვირვებელ ქვეყანაში მიმდინარე ერთობლივი პროექტის SYNENERGYფარგლებში. . ვორქშოფზე განიხილეს პროექტის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის სტრატეგიული დაგეგმვის სცენარები.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საბოლოო ანგარიშისათვის საჭირო პირველადი სამუშაოების დამთავრება და წარმოდგენა ეროვნული მუშა ჯგუფების მიერ. ამთ შორის:

  • განახლებადი ენერგიის პოტენციალისა და მისი ზრდის ტემპის დადგენა
  • ენერგოეფექტურობის პოტენციალის რეალიზება განახლებადი ენერგიის ჩართვის გათვალისწინებით
  • ეროვნული პრიორიტეტების დადგენა როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება და კლიმატის ცვლილება.

სამუშაო შეხვედრაზე დამსწრე ქვეყნების სამინისტროების წარმომადგენლებმა განიხილეს მუშაობის შედეგები და ისაუბრეს მონაცემებისა და მოდელის საბოლოო შედეგების ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის შესახებ.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის ”მსოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის” წარმომადგენელმა ნატა შათირიშვილმა ისაუბრა საქართველოს  ენერგეტიკის სტრატეგიული დაგეგმვის მოდელის არსებული მდგომარეობის შესახებ, განიხილა მასთან დაკავშირებული მონაცემების და სხვა ტექნიკური  პრობლემები და მოდელის სამომავლო განვითარების საკითხები.

პარტნიორები და დონორები