ბინათმფლობელთა ამხანაგობების ასოციაციის წევრების ტრენინგი

26 ოქტომბერს “Wood Service”ის შენობაში ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი ბინათმფლობელთა ამხანაგობების ასოციაციის წევრებისათვის ენერგოეფექტურ ღონისძიებებზე და მათი დაფინანსების შესაძლებლობებზე. შეხვედრის ორგანიზება მოხდა პროგრამა “NATELI” ფარგლებში რომელსაც ახორციელებს ”Winrock Int” და აფინანსებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო. ტრენინგის მთავარი მიზანი იყო საცხოვრებელ შენობებში ჩატარებული ენერგოაუდიტის საბოლოო შედეგების წარდგენა, პრაქტიკული რეკომენდაციების მიცემა ამავე შენობების ამხანაგობების წევრებისათვის შეთავაზებული ზომების განსახორციელებლად.

ტრენინგს ესწრებოდნენ სხვადასხვა საცხოვრებელი შენობების ამხანაგობების თავმჯდომარეები, თბილისის კორპუსის, თბილისის მერიის და “ Winrock Int “ წარმომადგენლები.

ტრენინგი მიზნად ისახავდა რომ საზოგადოების წარმომადგენლები გაცნობოდნენ ენერგო აუდიტის შედეგებს, რომელიც ჩატარდა თბილისის სხვადასხვა უბნების 12 ტიპიურ საცხოვრებელ სახლში. ტრენინგის მიზანი იყო საცხოვრებლებში შესაძლო ენერგოეფექტური ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა, ხარჯების და სარგებლის ანალიზი და რეკომენდაციების მიცემა (WEG). “Wood Service” შენობაში მოეწყო ექსკურსია რომელიც ჩაატარა გენერალურმა დირექტორმა ზაალ ხელაძემ. ექსკურსიის დროს ნაჩვენები იყო ენერგოეფექტური კონსტრუქციები და თანამედროვე ენერგოეფექტური მასალები. მოწვეული იყო გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და შერბილების განყოფილების ექსპერტი დოქტორი ხუან კარლოს მეიხა რომელმაც განიხილა ენერგოეფექტური სამუშაოებით მიღებული გარემოსდაცვითი სარგებელი. თავის პრეზენტაციაში ბატონმა მეიხამ ისაუბრა თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას ნახშირბადის გაფრქვევის კრედიტები ენერგო ეფექტური სამუშაოების დასაფინანსებლად.

პაატა ცინცაძემ და მურმან მარგველაშვილმა რომლებიც წარმოადგენდნენ კვლევით ცენტრს “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” თავის პრეზენტაციაში მიმოიხილეს პროექტი, დათბუნების ზომების, განათების და ლიფტის განახლების ხარჯების და სარგებლის ანალიზი, ასევე საცხოვრებელ სახლებში ენერგოეფექტური სამუშაოების ჩატარებისდაფინანსების შესაძლებლობები. “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” მიერ მომზადებულ იქნა ენერგოკრედიტის კალკულატორი რომელიც წარუდგინეს ამხანაგობების ასოციაციას და აუხსნეს თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება ენერგოეფექტური სამუშაოების დასაფინანსებლად ენერგოკრედიტის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

პარტნიორები და დონორები