აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის თანამშრომლობა ენერგეტიკული კავშირის ფარგლებში

2016

აღნიშნული პროექტი არის გაგრძელება პროექტისა „ენერგეტიკული კავშირი და ენერგეტიკული უსაფრთხოება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში“, რომელიც EaP-ის წევრ 6-ვე ქვეყანაში ხორციელდება.

პროექტის ზოგადი მიზანია ევროკავშირსა და EaP წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ენერგეტიკული კავშირის ფარგლებში.

კონკრეტული მიზნები:

  • ევროკავშირსა და EaP ქვეყნებს შორის ორმხრივი საკომუნიკაციო ჯაჭვის განვთარება და ენერგეტიკული კავშირის მიმართულებით თანამშრომლობის ადვოკატირება.
  • 2020-2025 წლებისათვის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საგზაო რუკის შედგენა ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით.
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა ენერგეტიკულ თემატიკაში, მათ შორის, კლიმატის ცვლილების, ენერგიის მიწოდებისა და მოხმარების, მდგრადი განვითარების, ინოვაციური გადაწყვეტილებების კუთხით.
  • შემდგომი თანამშრომლობისათვის რეკომენდაციების შემუშავება, თანამშრომლობის ყველაზე რეალისტური სცენარის გამოვლენა
  • პროექტის შედეგების აქტუალიზების მხარდაჭერა და მონაწილეების წახალისება ჩაერთონ ამ თემასთან დაკავშრებულ განხილვებსა და დისკუსიებში როგორც ეროვნული, ასევე ევროკავშირის მასშტაბით.

პარტნიორები და დონორები