საქართველოს ენერგეტიკის კვლევის პროექტის მიმოხილვა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო
5-7 თებერვალს ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ (IAEA) „ბირთვული ენერგიის პოტენციური გამოყენებისთვის ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში მოეწყო, საქართველოს ენერგეტიკის კვლევის პროექტის მიმოხილვას. შეხვედრის მიზანი იყო კვლევის პროექტისა და ენერგეტიკის დაგეგმვის პროცესში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო ნაბიჯების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ IAEA პროგრამის მენეჯერები, დაგეგმვის ექსპერტები, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები და საქართველოს დაგეგმვის ჯგუფი. WEG წარმოდგენილი იყო შეხვედრაზე მკვლევარ ნატალია შათირიშვილის მიერ რომელიც ამავდროულად ენერგეტიკის დაგეგმვის ჯგუფის წევრია.
განხილვის შედეგად ქართულმა ჯგუფმა მიიღო მნიშვნელოვანი კომენტარები კვლევასთან დაკავშირებით და რჩევები, შემდგომ განვითარებაზე. შეხვედრისას მონაწილეებმა ასევე შეაჯერეს ენერგეტიკის დაგეგმვის შემდგომი ნაბიჯები. შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით მიიღებენ პროცესების სტიმულირებისთვის აუცილებელ ზომებს.