ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე აღმოსავლეთ პატრნიორობის პლატფორმის მე-3 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ბრიუსელში
23-24 ივნისს, ბრიუსელში ენერგოეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის მე-3 სამუშაო ჯგუფის რიგით მე-11 შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას უძღვებოდა მეჩტილდ ვარსდორფი (Mechthild Worsdorfer) ევროკომისიის გენერალური დირექტორატის წარმომადგენელი ენერგეტიკული პოლიტიკის განხრით (დირექტორატი A).
აღნიშნულ ღონისძიებაზე საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა მიმოიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესები ვილნიუსის სამიტის შემდეგ რიგის უახლოეს სამიტთან მიმართებით, გენერელაურმა დირექტორატმა წარმოადგინა მოხსენება არსებული პროგრესის შესახებ EU 20-20-20-თან მიმართებით ენერგოეფექტურობის მიზნებისა და პერსპექტივების შესახებ 2030 წლისათვის, ხოლო თეა ხითარიშვილმა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოდან (IEA) ისაუბრა IEA-ს მიერ ჩატარებული მიმოხილვის შედეგებზე თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში ენერგოეფექტურობის დარგში მიღწეული პროგრესის კუთხით.
მრგავლი მაგიდის დისკუსიაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მთავრობების წარმოამდგენლებმა ისაუბრეს თავიანთ ქვეყნებში ენერგოეფექტურობის განხრით მიმდინარე სამუშაოებსა და მათ შედეგებზე. სამინისტროების წარმომადგენლებმა ძრითადი აქცენტი გააკეთეს მიწოდების მხარის ეფექტურობაზე.
საქართველოს დელეგაცა შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: ნუგზარ ბერიძე (სემეკი), ნატალია ჯამბურია და თამარ ჯანაშია (ენერგეტიკის სამინისტრო), დავით გიგინეიშვილი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) და ზვიად არჩვაძე (თბილისის მერია). სამინისტროს პრეზენტაცია საქართველოში მიმდინარე ენერგოეფექტურობის სამუშაოების შესახებ წარმოადგინა ნატალია ჯამბურიამ.
სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-3 სამუშაო ჯგუფი შეხვედრაზე წარმოადგინეს მურმან მარგველაშვილმა ( საქართველო) და ანდრეი ჩუბიკმა (უკრაინა).
მურმან მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ენერგოეფექტურობის შესახებ სისტემური ხედვის აუცილებლობაზე და მის მნიშვნელობაზე განვითარებული საზოგადოებისათვის, ისევე როგორც – უფრო სიღრმისეული ბენჩმარკინგის აუცილებლობაზე არსებული გამარტივებული მიდგომის ნაცვლად, რომელიც ემყარება მხოლოდ მშპ-ს.
ხაზი გაესვა ადეკვატური ფასების, სათანადო აღრიცხვის სისტემისა და კონკურენციის მნიშვნელობას როგორც ყველაზე ეფექტურ ზომებს ენერგოეფექტურობის მისაღწევად, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ქვეყანაში ამ კუთხით არსებული პრობლემების მოგვარება. მურმან მარგველშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა ენერგოეფექტურობის პოტენციალის კვლევის მაღალი ხარისხის აუცილებლობაზე პარტნიორ ქვეყნებში, რაც დამაჯერებელი და საინტერესო იქნება დაინტერესებული მხარეებისთვის და მოახდენს კონკრეტული ნაბიჯების სტიმულირებას.
მან ასევე წამოაყენა ინიციატივა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა წევრი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი დაესწროს მე-3 პლატფორმის შეხვედრებს იმისათვის, რომ უკეთ წარიმართოს საზოგადოების ინფორმირების პროცესი ამ კუთხით მიმდინარე სამუშაოების შესახებ.