სასწავლო ტური ნორვეგიაში
15-17 დეკემბერს, ნორვეგიის წამყვანმა კვლევითმა ინსტიტუტმა, SINTEF-მა, საქართველოს და სომხეთის წარმომადგენლებისთვის სასწავლო ტურს უმასპინძლა. ტვინინგის ფარგლებში მონაწილეებმა დაათვალიერეს SINTEF-ის სათაო ოფისი ტრონდჰეიმში, ასევე -კლიმატისა და გარემოს საერთაშორისო კვლევით ცენტრი, ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ოსლოს გარემოსდაცვითი და საციალურიინტერდისციპლინარული კვლევების ცენტრი და ცენტრალური გათბობის სადგური (Hafslund), რომელიც ბიოსაწვავზე მუშაობს. პროგრამის ძირითადი მიზანი იყო ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების და მოხმარების ტექნიკური გადაწყვეტების გაცნობა.
SINTEF-ის კვლევის არეალი მოიცავს ფართოთემატიკას კლიმატის, შენობებში ენერგიის მოხმარების, გაზის მოხმარების, ტექნოლოგიებისა და ბიოენერგიის საკითიხების ჩათვლით. ენერგეტიკულ და კვლევით ინსტიტუტებში ვიზიტისას, მონაწილეები გაეცნენ ამ ორგანიზაციების საქმიანობას და მიმდინარე პროექტებს. დასკვნით სამუშაო შეხვედრაზე კი მათ ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები ორგანიზაციებთან და კონკრეტულად SINTEF-თან.
აღნიშნულ ტურში WEG-ის წარმომადგენელი იყო წამყვანი მკვლევარი ნატალია შათირიშვილი.
სასწავლო ტური ორგანიზებულია პროექტის “Reinforcing cooperation with ENP countries on bridging the gap between energy research and energy innovation – ener2i project” მიერ და დაფინანსებულია ევროპული მე-7 ჩარჩო პროგრამის მიერ.