საქართველოს ენერგეტიკის სექტორის სტრატეგიული დაგეგმვა

Energy
EaP Countries
USAID
2012

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლობით განხორციელდა საქართველოს ენერგეტიკის სტრატეგიული დაგეგმვის პროექტი. USAID კონტრაქტორის IRG-ს ორგანიზებით, ფონდი მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის და არასამთავრობო ორგანიზაცია ტაროსი მონაწილეობდნენ სამუშაოში როგორც სამინისტროს დამხმარე ორგანიზაციები. პროექტი წარმოადგენდა აშშ და საბერძნეთის განვითარების სააგენტოების ერთობლივი პროგრამის SYNENERGY-ს ნაწილს, რომელიც ეძღვნება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის ქვეყნების თანამშრომლობას ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის საკითხებში. WEG სათავეში უდგას ქართველი სპეციალისტების მიერ საქართველოს ენერგეტიკის ინტეგრირებული დაგეგმვის მოდელის ჩამოყალიბებას, MARKAL დაგეგმვის პლატფორმის ბაზაზე.

პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი სპეციალისტების ჩართვით ენერგეტიკული სტრატეგიის ანალიზის და დაგეგმვის შესაძლებლობების შექმნა რაც სხვა უმნიშვნელოვანეს ამოცანებთან ერთად გამოყენებულ იქნება იმისათვის, რომ ეროვნულ და რეგიონულ ჭრილში შეფასდეს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის დარგში პოტენციური ინვესტიციების, ტექნოლოგიების დანერგვის, კომერციალიზაციის და სხვა ფაქტორების ზეგავლენა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკური ზრდაზე, ნახშირბადის გაფრქვევებზე და სხვა.

პროექტი პარალელურად მიმდინარეობდა ათენის ენერგეტიკული თანამეგობრობის ათ წევრ და დამკვირვებელ ქვეყანაში.

პარტნიორები და დონორები