სასწვალო სემინარები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტემენტში
საქართელოს ენერგეტიკის სამინისტროსა და USAID-ის მოთხოვნით, TetraTech-ის, DecisionWare Group (DWG) -ისა და WEG-ის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტემენტში მარკალის ქართული მოდელის სიღრმისეული სწავლება მიმდინარეობს. ტრენინგი შედგა 4 სემინარისგან რომლებიც მოიცავდა საკლასო სწავლებას, მასალების მომზადებასა და ამოცანების შესრულებას ტრენინგის ოთხივე ნაწილისათვის. DWG-ს WEG-ის ექსპერტები ეხმარებოდნენ ტრენინგის იმ მასალების შექმნასა და დავალებების შემუშავებაში რაც სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტემენტმა უნდა შესარულოს. WEG-ის ექსპერტები ასევე მონაწილეობდნენ მიღებული მონაცემების მიმოხილვაში და მათ შეყვანაში მოდელში ისევე როგორც მიღებული შედეგების ანალიზში.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, გადამზადდა 6 თანამშრომელი რომლებიც ანალიტიკური დეპარტემენტის მოდელირების ერთეულის წამყვანი წევრები არიან.