ენერგეტიკის შესახებ ახალი კანონის რეგულირების გავლენის შეფასება მოწყვლად მომხმარებლებზე
რეგულირების გავლენის შეფასების მიზანია ენერგეტიკის შესახებ ახალი კანონის მიღების შედეგად მოწყვლად მომხმარებლებზე შესაძლო გავლენების შეფასება და შერბილება.
შეფასების ფარგლებში, სიღრმისეულ ეკონომიკურ ანალიზზე დაყრდნობით განხილული იქნა 3 შესაძლო ალტერნატივა, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს მოწყვლადი მომხმარებლების დახმარება და შემუშავდა რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღებებისათვის. შეფასების პროცესში გაიმართა არაერთი კონსულტაცია და შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო, სემეკი და ა.შ. პროექტი დაფინანსებულია USAID-ის ენერგეტიკის პროგრამის მიერ.