საქართველოს მეორე ორწლიური განახლებული ანგარიში BUR კლიმატის ცვლილების შესახებ
25 ივლისს WEG-მა გამართა სამშაო შეხვედრა „საქართველოს მეორე ორწლიური განახლებული ანგარიში BUR კლიმატის ცვლილების შესახებ“, რომელზეც განიხილეს ეროვნული თავისებურებები და BUR-ის ინსტიტუციური გარემო, საქართველოში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებები, ამ მიმართულებით არსებული ძირითადი საჭიროებები და მიღებული დახმარებები.
შეხვედრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა მოხსენებები საქართველოში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ შემდეგ სფეროებში: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, LULUCF, ნარჩენები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.