კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება. სასერტიფიკატო კურსის დახურვის ღონისძიება
29 ივლისს, თბილისში, კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების პირველი სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართება.
კურსში კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ საჯარო და არასამთავრობო წრეების, წარმომადგენლები, სტუდენტები და ჟურნალისტები, რომელთაც თავიანთ საქმიანობაში უშუალოდ უნდა გაითვალისწინონ გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები და მათი შერბილების შესაძლებლობები; მიიღონ მონაწილეობა კლიმატის ცვლილებასთან შეგუების და მისი შერბილების საერთაშორისო და ადგილობრივ პროცესებში.
კურსი, რომელიც 8 ლექცია/სემინარს მოიცავდა დაეთმო ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა, კლიმატის ცვლილების მეცნიერული საფუძვლები და გამოვლინებები, კლიმატის ცვლილების შერბილება და ადაპტაცია, საერთაშორისო თანამშრომლობა და საქართველოს მონაწილეობა ამ პროცესებში და სხვ. ლექციებს უძვებოდნენ კლიმატის ცვლილების წამყვანი ქართველი სპეციალისტები, სასწავლო პროგრამა კი შემუშავდა უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე.
კლიმატის ცვლილების სასერტიფიკატო კურსი ილიას უნივერსიტეტში ჩატარდა ანალიტიკური ცენტის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ პროექტის ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფინანსუხი მხარდაჭერით. კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დიალოგს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის.