ენერგეტიკული უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევები საქართველოში
19 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისში, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (შ.დადიანის #1) გაიმართება სამუშაო შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე.
შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს საგნობრივ და კვალიფიციურ დიალოგს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე. განვიხილავთ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არსებულ მდგომარეობას, მთავარ გამოწვევებს და გაუმჯობესების მიმართულებებს, ასევე მიმოვიხილავთ ევროკავშირის დირექტივების (2005/89/EC და 2004/67/EC ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების უსაფრთხოება) ძირითად მოთხოვნებს და მათი დანერგვის ღონისძიებებს საქართველოში.
სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი შესავალი მოხსენების შემდეგ, გაიმართება პანელური განხილვა და დისკუსია სადაც მონაწილოებას მიიღებენ საქართველოში ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მომუშავე უწყებების წარმომადგენლები, წამყვან სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.