ტრენინგი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისათვის

2014 წლის 20 ოქტომბერს WEG-ის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის სექტორში საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ არასამთავრობო სექტორის, მედია საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგი ძირითადად დაეთმო განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგოეფექტურობის განვითარებას და ამ კუთხით საქართველოში არსებული პრობლემების ანალიზს. ტრენინგის დასაწყისს WEG-ის ენერგეტიკული კვლევების დირექტორმა, მურმან მარგველაშვილმა ისაუბრა ენერგეტიკის პოლიტიკისა და სტრატეგიის მნიშვნელობაზე.

ნინო მაღრაძემ ტრენინგის მონაწილეებს აუხსნა ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირების პრინციპები, ელქტროენერგიის წარმოების კლასიფიკაცია საწვავის მიხედვით (მყარი საწვავი, ბირთვული საწვავი, განახლებადი ენერგიის წყაროები), სხვადასხვა საწვავზე მომუშავე სადგურების თავისებურებები (თბოელექტროსადგურები; ჰიდროელექტროსადგურები; ატომური სადგურები; ქარის, მზის, გეოთერმული, ზღვის მიმოქცევაზე მომუშავე ელექტროსადგურები) და ელექტროგადაცემის კომპონენტები (გადაცემა, განაწილება, დისპეჩერიზაცია).

მკვლევარმა ნატალია შათირიშვილმა კი დამსწრეებს გააცნო ევროპის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის კანონმდებლობის მოთხოვნები და საქართველოში ამ კუთხით არსებული მარეგულირებელი გარემო, აქცენტი გაკეთდა იმ გარემოენაზე, რომ საქართველოს ნორმატიული და ინსტიტუციური გარემო ძირითადად არ შეესაბამება ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნებს, რაც მნიშვნელოვანი ხარვეზია ევროინტეგრაციის კუთხით და ზრდის ენერგოუსაფრთხოების რისკებს.

ნატალია შათირიშვილმა მონაწილეებს ასევე გააცნო  დაგეგმვის მოდესლის MARKAL-ის პარამეტრები და მასში შემავალი მონაცემების ჩამონათვალი. აღნიშნული მოდელი შესაძლებლობას იძლევა გაკეთდეს ენერგეტიკული მოთხოვნის პროგნოზი ეკონომიკური ზრდის, ტექნოლოგიების განვითარების და სხვა მნიშვნელოვანი დაშვებების გათვალიწინებით.

ტრენინგი ასოციაცია “მწვანე ალტერნატივის” ორგანიზებითა და  ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

პარტნიორები და დონორები