ტყის და სოფლის მეურნეობის ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის შეფასება საქართველოში

31 ოქტომბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში WEG-ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქართველოში ტყის და სოფლის მეურნეობის ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის შეფასების კვლევის პრეზენტაცია-განხილვა გაიმართა.

კვლევა, რომელშიც ჩართული იყვნენ ექსპერტები: რუსუდან მდივანი, გიორგი ბადრიშვილი და მერაბ მაჭავარიანი, მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის მრავალწლოვანი (ვაზი, ხეხილი, თხილი, დაფნა), ერთწლოვანი (ხორბალი, სიმინდი, ლობიო, შვრია, ქერი, მზესუმზირა)  და ტყის ნარჩენი ბიომასის თეორიული ენერგეტიკული პოტენციალის შეფასებას და იმ რეგიონების დადგენას, სადაც კონკრეტული სახის ბიომასა არის აკუმულირებული.

კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ მრავალწლიანი მცენარეებიდან ყველაზე მაღალი ენერგეტიული პოტენციალი აქვს ვაზის გასხვლის შედეგად მიღებულ ბიომასას (2.0 PJ), ხოლო ერთწლოვან მცენარეებში – სიმინდს (18.3 PJ). საინტერესოა ასევე ტყის ნარჩენი ბიომასის ათვისების საკითხი, რომელიც ენერგეტიკული სარგებლის მიღების გარდა, თვითონ ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისაც არის რეკომედებული. ტყეში დაგროვილია დიდი რაოდენობის ენერგეტიკული პოტენციალის მქონე ნარჩენი (31.3 PJ) გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ყოველწლიური საქმიანობის შედეგად მიღებული ნარჩენების ენერგეტიკული ღირებულება (8.7 PJ).

კვლევის პირველადი შეგედების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად ზემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან 37.4 PJ ენერგიის მიღება არის შესაძლებელი, შედარებისთვის, გაზის მთლიანი მოხმარება საქართველოში არის 70 PJ.

აღსანიშნავია, რომ არსებული თეორიული პოტენციალის სრულად ათვისება შეუძლებელია, რეალურად რა რაოდენობის ბიომასა შეიძლება გამოყენებულ იქნას ენერგეტიკული მიზნებისთვის შემდგომი კვლევის საგანს წარმოადგენეს.

პარტნიორები და დონორები