თბილისში ენერგოეფექტურობის შესახებ ხუთდღიანი საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა

2017 წლის 16-20 ოქტომბერს, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით და WEG-ის მხარდაჭერით თბილისში ჩატარდა ხუთდღიანი ტრენინგი ენერგოეფექტურობის შესახებ, რომელსაც 11 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან.

ტრენინგის პროგრამა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან პარტნიორობით განისაზღვრა და მოიცვა რამდენიმე სექტორი: შენობები, ინდუსტრია, განათებები, ტექნიკა და აღჭურვილობა, ტრანსპორტი, ასევე ენერგოეფექტურობის სტატისტიკა.

ხუთი დღის მანძილზე ტრენინგის მონაწილეები ჩართულები იყვნენ სემინარებში, ინტერაქტიულ დისკუსიებსა და სავარჯიშოებში პოლიტიკის, რეგულაციების, სტატისტიკისა და სტანდარტების შესახებ.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ახორციელებს EU4Energy-ს პროგრამას, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო თემა სწორედ ენერგოეფექტურობაა. ტრენინგების კვირეულმა კი მის მონაწილეებს შეუქმნა შესაძლებლობა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება, თავიანთი ქვეყნების პოლიტიკა და საუკეთესო პრაქტიკები და დაემყარებინათ საერთაშორისო კონტაქტები სამომავლო თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები და დონორები