შესაძლებლობების გაძლიერება კლიმატის ცვლილების კუთხით

energy
Europe
Heinrich Boell Foundation
2016

პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ცნობიერების ზრდა კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვთარების კუთხით მათი ჩართულობისა და თანამშრომლობის გაღრმავებით პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში, ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, შემუშავდება მოკლე სასერტიფიკატო კურსი „კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვთარება“. კურსის ფარგლებში, საჯარო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების და სხვა დაინტერესებული მხარეები მოისმენენ წამყვანი ქართველი ექსპერტების ლექციებს და მიიღებენ ინფრომაციას არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ კლიმატის ცვლილების შერბილებისა თუ ადაპტაციის კუთხით. მიღებული ფაქტობრივი მასალა და ინფორმაცია დაეხმარებათ  კურსის მონაწილეებს  პოლიტიკის შემუშავების პროცესში და ინკუზიური დიალოგის წარმართავაში.

პროექტის ძირითადი აქტივობებია:

  • კურსის სილაბუსისა და სალექციო მასალების შემუშავება საერთაშორისო ექსპერტთან ერთად.
  • კლიმატის ცვლილების წამყვანი გერმანელი ექსპერტის საჯარო ლექცია საქართველოში
  • კურსის განხორციელება
  • სალექციო მასალებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო წიგნის შექმნა რომელიც მოიცავს პრაქტიკულ მიდგომებსა და მაგალითებს. 
  • სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის დიალოგის წახალისება
  • პროექტის მდგრადობის უზრუნველყოფა და შემდეგი კურსებისათვის საფუძვლის შექმნა.

 

პარტნიორები და დონორები