„შავი გედები აღმოსავლეთ ფლანგზე“ - მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა ბუქარესტში

19-20 აპრილს, ქალაქ ბუქარესტში „რუმინეთის ახალი სტრატეგიული ცენტრისა“ და „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა „შავი გედები აღმოსავლეთ ფლანგზე“. შეხვედრის მხარდამჭერი იყო ნატოს პროგრამა „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“.

ორი დღის განმავლობაში ექსპერტებმა რუმინეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, სერბეთიდან, ხორვატიიდან, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიიდან, სლოვენიიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინიდან, ალბანეთიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან ისაუბრეს საზღვრებთან, საზღვაო პორტებთან, ტერორიზმთან, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან და კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პოტენციურ საფრთხეებზე.

ექსპერტების გარდა შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუმინეთის მთავრობის, ნატოსა და FRONTEX-ის წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრის განმავლობაში ექსპერტებმა იმსჯელეს იმ სავარაუდო სცენარებზე, რომლებიც შეიძლება რეგიონებში განვითარდეს და მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყნების სოციო-ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე. ამასთან, მონაწილეებმა განმარტეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო და რეგიონული გამოწვევები, რომლებიც აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებს ემუქრება. მათ აღნიშნეს, რომ საჭიროა ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეგოთ მეტი აღმოსავლეთ ფლანგზე არსებული სიტუაციის შესახებ, განეხილათ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი და გამოევლინათ საერთო გამოწვევები და საფრთხეები ტერორიზმის, რადიკალიზმის, ქვეყნის შიგნით წარმოქმნილი ტერორიზმის, ენერგეტიკული დამოკიდებულების, საზღვრის მართვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით და შეეძინათ ახალი კონტაქტები მომავალი თანამშრომლობისთვის.

პარტნიორები და დონორები