სასერტიფიკატო კურსი - კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება

ანალიტიკური ცენტრი, „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მსურველების მიღებას მოკლე სასერტიფიკატო კურსზე კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება.  

კურსის ფარგლებში მონაწილეები ვრცლად გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:

  • რა იწვევს გლობალურ დათბობას და კლიმატის ცვლილებას? რა ფაქტობრივი მაჩვენებლებით და ისტორიული მონაცემებით  დასტურდება კლიმატის ცვლილება?
  • როგორ ვლინდება კლიმატის ცვლილება საქართველოში და რა ძირითად საფრთხეებს უქმნის ბუნებას, მოსახლეობას და ეკონომიკას?
  • რა ღონისძიებებით შეიძლება კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილება?
  • როგორია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ს  აქართველომ მათში მონაწილეობით?
  • როგორ უნდა მოხდეს კლიმატის ცვლილებასთან შეგუება, რომ ზიანი მინიმალური იყოს?
  • როგორია საქართველოს კლიმატური პოლიტიკა და რა როლი შეიძლება შეასრულონ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებმა  კლიმატის ცვლილებასთან შეგუების და შერბილების პროცესებში?

ლექციებს წაიკითხავენ  ამ დარგის წამყვანი ქართველი სპეციალისტები.

კურსი დაიწყება  ოქტომბერის ბოლოს და ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს საღამოს 5-7 საათზე. ხანგრძლივობა - 8 ლექცია/სემინარი.

კურსდამთავრებულები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატთან ერთად მიიღებენ სამ აკადემიურ კრედიტს.

კურსის ძირითადი ნაწილი ფინანსდება „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ მიერ. მონაწილეებისთვის კურსის საფასური შეადგენს 50 ლარს.

 

ვისთვის არის განკუთვნილი? 

კურსი განკუთვნილია  კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საჯარო მოხელეების, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისათვის (მაგისტრანტები და დოქტორანტები). კურსში მონაწილეობა შეუძლიათ ასევე ჟურნალისტებს, რომლებსაც კლიმატთან დაკავშირებული საკითხების კვალიფიციური გაშუქებით შეეძლებათ ხელი შეუწყონ საზოგადოების ინფორმირებას და მობილიზებას კლიმატურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

 

შერჩევა

პროგრამაში ჩართვის მსურველი უნდა იყოს პროგრამით განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელი, ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე. მსმენელები შეირჩევიან მაქსიმალური კვოტის (20 მსმენელი) შევსებამდე.

პროგრამაში რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირებმა 24 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ან გამოგვიგზავნონ CV ელ-ფოსტაზე - weg@weg.ge

 

წინაისტორია

კურსი 2016 წლის თებერვალ-აგვისტოში შემუშავდა „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“  ფინანსური მხარდაჭერით. სასწავლო გეგმა შეიქმნა კლიმატის ცვლილების წამყვანი გერმანელი ექსპერტის მონაწილეობით და მიენიჭა ილიას უნივერსიტეტის 3 აკადემიური კრედიტი.

პირველ ნაკადში კონკურსის საფუძველზე შეირჩენენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, ენეგრეტიკისა და წლამომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სტუდენტები.

კურსი წარმატებით დაასრულა 19-მა მონაწილემ, რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები და სახელმძღვანელო.

 

ორგაზიაციის შესახებ: მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) არის დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც  2006 წელს დაარსდა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხებისა და მდგრადი განვთარების საკითხების ადვოკატირების მიზნით. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი ფორმაა პრაქტიკული და კონცეპტუალური ცოდნის გავრცელება ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კუთხით.

პარტნიორები და დონორები