სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული ფორუმი

18-19 მაისს ბათუმში, სასტუმრო შერატონში,სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული ფორუმი გაიმართა. ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლები, ენერგეტიკის ექსპერტები, კერძო სექტორისა და  კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმის ძირითადი თემა იყო ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარემოს ანალიზი და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგოეფეტურობის პერსპექტივების მიმოხილვა  ევროინტეგრაციის კონტექსტში.

აღნიშნულ ფორუმზე  WEG-ის წარმომადგენელი იყო ნატალია შათირიშვილი, რომელმაც ისაუბრა ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკულ სტრატეგიაში. ნატალიამ მიმოიხილა მსოფლიო ქვეყნების გამოცდილება და წარმოადგინა სტრუქტურა თუ როგორ არის გადმოცემული ენერგოეფექტურობის ნაწილი სტრატეგიებში. პრეზენტაციაში ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან და კრიტიკულ ღონისძიებეზე.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება და ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაზე. მონაწილეებმა  ისაუბრეს ეკონომიკური ინსტრუმენტების გაძლიერებაზე, ამ კუთხით, მთავრობას, ბიზნეს სტრუქტურებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. დიდი ყურადღება დაეთმო ენერგოეფექტურობის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის აუცილებლობას. სამუშაო ჯგუფებმა შექმნებს კონცეფტუალური დოკუმენტი სადაც გადმოცემულია რეგიონის ქვეყნების საერთო ხედვა ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით.

პარტნიორები და დონორები