საქართველოსთვის “ენერგეტიკული გაერთიანების” კანონმდებლობის შესრულების ვადები განისაზღვრა

საქართველოს მიერ ენეგრეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ენერგეტიკის სამინისტრომ პროტოკოლი გამოაქვეყნა, რომელიც ენეგრეტიკული გაერთიანების ფარგლებში განსახორციელებელი დირექტივების ნუსხას და ვადებს განსაზღვრავს.

პროტოკოლის მიხედვით, მხარეები ითვალისწინებენ, რომ საქართველო არ არის პირდაპირ დაკავშირებული ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელთან, ამიტომ მისთვის განისაზღვრება სპეციფიკური მიდგომები გაზის გადამცემი მთავარი ინფრასტრუქტურის რეგულირების კუთხით.

საქართველო ვალდებულებას იღებს განახორციელოს 16 დირექტივა და 3 რეგულაცია ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, ენეგროეფექტურობის, განახლებადი ენერგიების განვთარების, გარემოს დაცვის კუთხით. დირექტივები, ძირითადად, ეხება მიწოდების უსაფრთხოებას, ბაზრის წესებს, შიდა ქსელზე დაშვების, შენობების ენერგოეფექტურობას, ეტიკეტირებას, სამრეწველო ემისიებს და ა.შ. დირექტივების უმეტესი ნაწილის განხორციელების ვადად განისაზღვრა 2020 წელი, თუმცა რამდენიმე დირექტივა უნდა შესრულდეს 2017 წლამდე.

დეტალური ინფორმაცია დირექტივების  და მათი განხორციელების ვადების შესახებ მითითებულია თანდართულ ფაილად მოყვანილ ოქმში. 

პარტნიორები და დონორები