საქართველოს მოსახლეობის ენერგეტიკული მოხმარება და ტყის მართვის პრობლემები

27 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, WEG-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით,გაიმართა ენერგეტიკისა და მდგრადი გავითარების სემინარების ციკლის მორიგი სემინარი –საქართველოს მოსახლეობის მიერ ენერგეტიკული მოხმარება და ტყის მართვის პრობლემები.

სემინარზე გიორგი ჩიქოვანმა (USAID/DeloitteHPEP project) წარმოადგინა USAID-ის დაფინანსებით Deloitte მიერ განხორციელებული HPEP პროექტის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის(AYPEG) მიერ ჩატარებული საოჯახო მეურნეობების ენერგომოხმარების კვლევის ედეგებიხოლო რევაზ გეთიაშვილმა (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი-CENN) -გააკეთა პრეზენტაცია თემაზე ტყეების მართვის და შეშით მოსახლეობის მომარაგების პრობლემები და მათი გადაჭრის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მექანიზმები .

კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 97% ხოლო ქალაქის მოსახლეობის 27% მოიხმარს შეშას გათბობისათის, ამასთან, შეშის მოხმარება ხდება უკიდურესად არაეფექტურად და ჭრის  მოცულობა აჭარბებს ტყეების განახლებადობის ზღვარს.ტყეების არასწორ მართვასთან დაკავშირებული ბუნებრივი კატასტროფებისშედეგად კი საქართველოს ეკონომიკას წელიწადში, საშუალოდ, 200–250 მილიონი ლარის ზარალი ადგება.

ასევე გაირკვა, რომ 2014-2015 წლის ზამთრისათვის შეშის საჭირო მარაგის კანონიერად მოპოვება შეუძლებელია, რადგან არ არსებობს შესაბამისი მარაგი. შეშის მოხმარების შემცირების გზად რაციონალური ტყეთსარგებლობა, ენერგოეფექტურობა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენება დასახელდა.

პარტნიორები და დონორები