საქართველოს მეორე ორწლიური განახლების ანგარიშის თავების: „ეროვნული გარემოებებისა და ინსტიტუციური მოწყობის“ და „შეზღუდვები და ხარვეზები, მიღებული მხარდაჭერა და საჭიროებები“ შემუშავება UNFCCC-სთვის

გარემოს დაცვა
საქართველო
UNDP
2018

გაეროს განვითარების პროგრამისა და მსოფლიო გამოცდილება საქართველოს შეთანხმების საფუველზე, WEG ფასილიტაციას გაუწევს საქართველოს მეორე ორწლიური განახლების ანგარიშის თავების: „ეროვნული გარემოებებისა და ინსტიტუციური მოწყობის“  და „შეზღუდვები და ხარვეზები, მიღებული მხარდაჭერა და საჭიროებები“ შემუშავებას UNFCCC-სთვის. პროექტი ხორციელდება UNDP/GEF-ის პროექტის „საქართველოს მეოთხე ეროვნული კომუნიკაციის და მეორე ორწლიური განახლების ანგარიშების შემუშავება UNFCCC-სთვის“ ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

  • ინფორმაციის განახლება ქვეყნის ეროვნულ გარემოებებთან დაკავშირებით: ბუნებრივი რესურსები, კლიმატი და სოციო-ეკონომიკური ფონი, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს კლიმატის ცვლილების შერბილებაზე.
  • ეროვნული და რეგიონალური განვითარების მიზნების, პრიორიტეტების და გარემოებების აღწერა, რომლებიც მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების და მისი უარყოფითი გავლენების შესამცირებლად.
  • კლიმატის ცვლილების საკითხების სოციო-ეკონომიკურ და განვითარების პოლიტიკაში ინტეგრირების ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.
  • კლიმატის ცვლილების სფეროში განათლებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობების შესახებ ინფორმაციის განახლება. 
  • „ეროვნული გარემოებებისა და ინსტიტუციური მოწყობის“   ქართულ-ინგლისური ვერსიების მომზადება.
  • ფინანსურ რესურსებზე, ტექნოლოგიებზე, შესაძლებლობების ზრდაზე და ორმხირივი და მრავალმხრივი დონორებისგან მიღებულ ტექნიკურ მხარდაჭერაზე ინფორმაციის განახლება.
  • ტექნოლოგის, ფინანსური და სხვა ტიპის საჭიროებების/შეზღუდვების შეფასება კლიმატის ცვლილების შერბილებისა და UNFCCC-ს წინაშე ნაკისრი ეროვნული ვალდებულებების შესრულებისთვის.
  • შიდა ფინანსების წყაროების გამოვლენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება პრიორიტეტული პოლიტიკისა და ღონისძიებების დაფინანსება.
  • გარე ფინანსური მხარდაჭერის საჭიროების შეფასება.
  • „შეზღუდვები და ხარვეზები, მიღებული მხარდაჭერა და საჭიროებები“ თავის, მისი შეჯამების და ქართულ-ინგლისური ვერსიების მომზადება.

 

პარტნიორები და დონორები