საქართველოს ენერგეტიკული სექტორი, მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები.

5 აგვისტოს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში „WEG” ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველოს“ და აშშ-ს განვითარების სააგენტოს პროგრამა G4G მონაწილეობით, ნიდერლანდების სამეფოს დაფინანსებით  გაიმართა კონფერენცია - საქართველოს ენერგეტიკული სექტორი, მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები. ღონისძიება მიზნად ისახავდა, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ენერგეტიკული აქტუალური თემების კვალიფიციურ განხილვას, წინასაარჩევნო პერიოდში ენერგეტიკული დებატების ხარისხის ასამაღლებლად და შესაძლო პოპულიზმის თავიდან ასარიდებლად. 

აღინიშნა, რომ მიუხედავად ინფრასტრუქტურული წარმატებებისა, ენერგეტიკის მართვის სისტემა და საპარლამენტო/საზოგადოებრივი კონტროლი არ შეესაბამება გამჭვირვალობის და ინდუსტრიის საერთაშორისო სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვან უსაფრთხოების რისკებს წარმოშობს.

 „WEG” დირექტორის, მურმან მარგველაშვილის თქმით, „საჭიროა შეიქმნას მრავალმხრივი მონიტორინგის ჯგუფი; სამთავრობო, არასამთავრობო, ევროპული და დონორული ორგანიზაციების, პარლამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით იმისთვის, რომ ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და საშინაო თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებმა არ გამოიწვიოს სექტორის შემდგომი დაშორება ევროპული და მსოფლიო სტანდარტებისგან“.

ჰიდროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით ითქვა, რომ ამ ეტაპზე საკმარისია 120-ზე მეტი ახალი სადგურის მშენებლობაზე დადებული მემორანდუმები და საჭიროა ახალი მემორანდუმების გაცემა შეჩერდეს, სანამ გადაიხედება არსებული პროცედურის ავკარგიანობა და შესაბამისობა ქვეყნის თუ მომხმარებლების გრძელვადიან ინტერესებთან. G4G-ის წარმომადგენელმა მოიყვანა მაგალითები საერთაშორისო პრაქტიკიდან, სადაც ინფრასტრუქტურის გაუთვლელმა მშენებლობამ ქვეყნებს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა.

ენერგეტიკულ ტარიფებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევა ტარიფების სიდიდეში მავნეა და ტარიფის ხელოვნური შემცირება ეწინააღმდეგება სოციალურ სამართლიანობას, ისევე როგორც ეკონომიკის გრძელვადიან ინტერესებს.  აღინიშნა ასევე, რომ განახლებადი ენერგია და როგორც ენერგოეფექტურობა მსოფლიოში მაგისტრალური მიმართულება ხდება და სათანადოდ უნდა აისახოს ქვეყნის ენერგეტიკულ პოლიტიკასა და სტრატეგიაში. განხილულ იქნა სტრატეგიული სატრანზიტო პროექტების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით ენერგეტიკული პოლიტიკის გააქტიურების აუცილებლობა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამინისტროების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. 

პარტნიორები და დონორები