საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ფინანსურ რისკებს განიხილავს

2017 წლის 13 აპრილს გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)[1] ანგარიში[2] რომელშიც განხილულია ქვეყნის ფისკალური რისკების გამომწვევი ფაქტორები, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში და ამ რისკების შერბილების ღონისძიებები.   

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფისკალური რისკების მნიშვნელოვანი წყარო, გარდა მაკროეკონომიკური რისკებისა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებსა და ინვესტორებს შორის გაფორმებული საჯარო და კერძო პარტნიორობის (PPPs) ხელშეკრულებებია, მათ შორის, ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებები (PPA). აღნიშნული ხელშეკრულებებით ქვეყანა წინასწარ იღებს ვალდებულებას, რომ სამომავლოდ დაგეგმილი ელექტროსადგურებიდან გარანტირებულად შეისყიდის გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგიას დღევანდელთან შედარებით მაღალ ფასად. შესაბამისად, ასეთი ვალდებულებების აღებით, საქართველო ზრდის ფისკალურ რისკებს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ფინანსურ სისტემას. 

აღნიშნული რისკების შესამცირებლად, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სახელმწიფო რეფორმების დღის წესრიგი, რომლის შესახებ ინფორმაცია მოცემულია „ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის მემორანდუმში“, რომელიც დანართად ერთვის ანგარიშს. მემორანდუმის თანახმად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების[3], მათ შორის IMF-ის დახმარებით მთავრობამ  მიმდინარე წლის ბოლომდე, პარლამენტს უნდა წარუდგინოს საჯარო და კერძო პარტნიორობის შესახებ (PPP) ახალი კანონპროექტი და გააძლიეროს საჯარო ზედამხედველობა ფისკალურ რისკებზე. აღნიშნული კანონის მიღება უნდა მოხდეს  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, რაც გულისხმობს[4]:

  1. კანონმა უნდა ნათლად განმარტოს რისკების ოპტიმალური გადანაწილების ცნება და გავრცელდეს სხვადასხვა სექტორებში მიღწეულ PPP შეთანხმებებზე (მათ შორის PPA ენერგეტიკის სექტორში) ;
  2. უნდა მოხდეს PPP პროექტების ინტეგრაცია საერთო საინვესტიციო სტრატეგიასა და ბიუჯეტის ციკლში;
  3. გაძლიერდეს ფინანსთა სამინისტროს როლი PPP შეთანხმებების გაფორმების პროცესში (ხარჯ-სარგებლიანობისა და ფულის ღირებულიების ანალიზების გამოყენებით) აგრეთვე, საბიუჯეტო სახსრების ხელმისაწვდომობის წინასწარ შემოწმებით და ფისკალური რისკების შეფასებით;
  4. დაინერგოს სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე და კონკურენტული პროცესი (მაგ. აიკრძალოს პირდაპირი ხელშეკრულებები);
  1. თითოეული PPP შეთანხმების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალე ანგარიშგება, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, საჭიროების შემთხვევაში შეიზღუდოს სახელმწიფოს მონაწილეობა PPP შეთანხმებებში. 

ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ შეამცირებს ფისკალურ რისკებს შემდეგი დამატებითი ღონისძიებებით:

  • PPP კანონის მიღებამდე და შესაბამისი ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბებამდე მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ახალი PPP და PPAs შეთანხმებისგან და სახელმწიფო გარანტიების გაცემისაგან.
  • საპარტნიორო ფონდი განაგრძობს მხოლოდ კომერციულ აქტივობას და არ გასცემს გარანტიებს. გარდა ამისა, საპარტნიორო ფონდს ეზღუდება ახალი სესხების აღება 20 მილიონი აშშ დოლარზე მეტის ოდენობით 2017 წლის განმავლობაში.
  • შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის და ქვემოთ მოცემული გამონაკლისის გათვალისწინებით, მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში PPA ნებართვა გაიცემა მხოლოდ შემდეგი პირობებით:
    • გარანტირებული შესყიდვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 8 თვეს წლიურად;
    • გარანტირებული შესყიდვის ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს 6 აშშ ცენტს/კვტ.სთ-ზე;
    • მოლაპარაკებების პროცესში არსებული პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე არ  უნდა აღემატებოდეს 500 მგვტ-ს.
  • ზემოთ ხსენებული პირობებიდან გამონაკლისს წარმოადგენს ორი PPA შეთანხმება (ნამახვანი ჰესის კასკადისა და კორომხეთი ჰესის პროექტები), რომლებზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 600 მგვტ-ია. აღნიშნულ პროექტებზე ნებართვა გაიცემა შემდეგი პირობებით:
    • საქართველოს მთავრობა ხელს არ მოაწერს ამ პროექტებს, სანამ არ მოხდება ფისკალური რისკების სრულფასოვანი ანალიზი, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ენერგეტიკის ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე.
    • მოხდება ყველა ხელმოწერილი PPA პროექტების რისკების შეფასება, ამ ორი მსხვილი პროექტის ჩათვლით; გაანალიზდება რისკები ენერგიაზე სხვადასხვა მოთხოვნის, ფასისა და გაცვლითი კურსის დაშვებების გათვალისწინებით. სცენარების ანალიზი ჩატარდება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო კოორდინაციით.
    • ამ ორი პროექტის რისკების შეფასებისას, აგრეთვე, შეფასდება სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებით განსაზღვრული რისკები (მათ შორის, პროექტის გაჩერებით გამოწვეული ან სამშენებლო რისკები).

ანგარიშში ნახსენები რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ენერგეტიკის სექტორზე, სადაც არსებული პრაქტიკა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებსა და საჯარო და კერძო პარტნიორობის (PPP), მათ შორის, ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებებთან (PPA) მიმართებით უკვე მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებების წყაროა. იმედი გვაქვს რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ცვლილებები არსებითად გამოასწორებს ამ სფეროში შექმნილ მდგომარეობას.

[1] საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მისი წევრი 189 ქვეყნისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით და მათი ფინანსური სისტემების ზედამხედველობით უზრუნველყოფს საერთაშორისო სავალუტო სისტემის სტაბილურობას. IMF საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ქვეყნის ფინანსური რისკების შესწავლის საფუძველზე ამზადებს ანგარიშებს და მთავრობას აწვდის შესაბამის რეკომენდაციებს.

[3] მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. IMF ანგარიში 17/97, აპრილი, 2017.

[4] IMF ანგარიში 17/97, საქართველო, აპრილი, 2017. გვ.61

პარტნიორები და დონორები