რა განსხვავებაა ენერგეტიკულ კავშირსა და ენერგეტიკულ გაერთიანებას შორის?

საქართველოს ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გამოსახატავად   ხშირად ურთიერთმონაცვლეობით გამოიყენება ტერმინები: „ენერგეტიკული გაერთიანება“, „ენერგეტიკული თანამეგობრობა“, „ენერგეტიკული კავშირი“, „ენერგეტიკული ქარტია“, რაც ზოგჯერ გაუგებრობას იწვევს გადავწყვიტეთ,  მოკლედგანვმარტოთ ეს დასახელებები.

Energy Community ენერგეტიკული გაერთიანება“არის ორგანიზაცია რომლის მთავარი მიზანია ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში. უფრო ზუსტი თარგმანი იქნებოდა „ენერგეტიკული თანამეგობრობა“, თუმცა ეს ტერმინი ოფიციალურ დოკუმენტებში არ გამოიყენება და პრაქტიკაში დამკვიდრდა ტერმინი „ენერგეტიკული გაერთიანება“. 

ენერგეტიკული გაერთიანების ამოცანებია:

  • წევრ ქვეყნებში საინვესტიციო გარემოს შექმნა ბუნებრივი გაზის და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მოსაზიდად და ენერგიის სტაბილური და უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად .
  • ენერგეტიკულ ქსელში ფართო ვაჭრობისათვის ერთიანი მარეგულირებელი სივრცის შექმნა და საბაზრო კონკურენციის უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალში გავრცელება
  • მიწოდების უსაფრთხოების გაზრდა ინვესტიციების ზრდით და ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმების განვითარებით
  • გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესება და ენერგოეფექტური ღონისძიებებისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა

ენერგეტიკული გაერთიანების წევრია ბალკანეთის 6 ქვეყანა, უკრაინა და მოლდოვა, ხოლო დამკვირვებლები – თურქეთი და სომხეთი. საქართველოსთან მიმართებით კი მიმდინარეობს მოლაპარაკება  სრულ წევრობაზე, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებისთვის, ევროკავშირის დახმარებით ენერგეტიკის მოდერნიზაციასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისათვის.

Energy Charter – „ენერგეტიკული ქარტია“  არის დამოუკიდებელი საერთაშორისო სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია რომელიც ეფუძნება 1994 წლის ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულებას და აერთიანებს 52 ევროპულ და აზიურ სახელმწიფოს. საქართველო „ენერგეტიკული ქარტიის“ წევრია 1995 წლიდანა და 2015 წელს იყო მისი თავმჯდომარე ქვეყანა. ხელშეკრულება განსაზღვრავს ოთხ ძირითად მიმართულებას:

  • ენერგეტიკაში უცხოური ინვესტიციების დაცვა, ხელსაყრელი პირობების შექმნა და ინვესტორთა კომერციული და პოლიტიკური რისკების შემცირება;
  • ენერგეტიკული რესურსებით ვაჭრობის არადისკრიმინაციულობა (მათ შორის „მესამე მხარის დაშვება“); ურთიერთობების ჩამოყალიბება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წესდების დაცვით და ენერგიის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფა მილსადენების, ქსელების და  ტრანსპორტირების სხვა საშუალებების გამოყენებით).
  • ენერგოეფექტური ღონისძიებების ხელშეწყობა და ამით გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება.

ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების ფარგლებში საქმიანობა წარმართავს სამდივნო, რომელიც განლაგებულია ბრიუსელში, ბელგიაში.

ევროპის ენერგეტიკული ქარტია არის დეკლარაცია, რომელიც გამოხატავს პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საერთაშორისო ენერგეტიკულ თანამშრომლობას, რაც დამყარებული უნდა იყოს ენერგიის უსაფრთხო მიწოდებაზე და მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე. დეკლარაციაზე ხელის მოწერა არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი 1994 წლის ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების წევრობისთვის.

საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტია არის საერთაშორისო ენერგეტიკულ პრინციპებზე და 21-ე საუკუნის გამოწვევებზე  დაფუძნებული დეკლარაცია, რომელიც ევროპის ენერგეტიკული ქარტიის მსგავსად არ არის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი. 2015 წლის მაისში დეკლარაციას ხელი 72 ქვეყანამ მოაწერა და სახელმწიფოთა ამ რაოდენობით ჩართულობის გამო ქარტიას ეწოდა საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტია, რომელიც ასევე წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულების წევრობისთვის.

რუსეთი ენერგეტიკული ქარტიის ხელმომწერი ქვეყანაა, მარგამ არ აქვს ეს ხელშეკრულება რატიფიცირებული. მთავარი მიზეზი გახლდათ ის, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნის მიხედვით რუსეთის მილსადენებზე მოხდებოდა მესამე მხარის დაშვება, რაც, მათი აზრით, წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ეროვნულ ინტერესებთან.

Energy Union – “ენერგეტიკული კავშირი“ არ წარმოადგენს რაიმე ახალ გაერთიანებას. ეს არის სახელი ევროკავშირის ახალი ენერგეტიკული სტრატეგიისა.  რომლის მთავარი მიზანია ინფრასტრუქტურით და კანონმდებლობით გააერთიანოს ევროპული ენერგეტიკული ბაზრები და „ერთი ხმით“ (in one voice) ელაპარაკოს ენერგიის მონოპოლიურ მომწოდებლებს.

ენერგეტიკული კავშირის სტრატეგიის განხორციელებას ხელმძღვანელობს ევროკავშირის ერთერთი ვიცე-პრეზიდენტი –  მაროშ შეფკოვიჩი. სტრატეგიის  ძირითადი ხუთი კომპონენტია:

  • ენერგეტიკული უსაფრთხოება, სოლიდარობა, ნდობა
  • სრულად ინტეგრირებული ევროპული ენერგეტიკული ბაზარი
  • ენერგოეფექტურობა როგორც ენერგიაზე მოთხოვნის შემცირების ხელშემწყობი
  • ეკონომიკის დეკარბონიზება (სათბური გაზების გაფრქვების შემცირება)
  • კვლევა, ინოვაცია, კონკურენცია

ეს სტრატეგია ენერგეტიკული თვალსაზრისით აძლიერებს ევროკავშირს როგორც ჩვენს პარტნიორს და  მოიცავს თანამშრომლობის და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომპონენტებს, რომლებიც საქართველოზე გავრცელდება „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანების შემთხვევაში.

პარტნიორები და დონორები