პირველი შეხვედრა-სემინარი ენერგეტიკული უსაფრთხოების თემაზე

ამაწლის 19 სექტემბერს, ევროპარლამენტის ორგანიზებით მოეწყო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგოუსაფრთხოების კომიტეტის  პირველი შეხვედრა-სემინარი თემაზე – „ევროკავშირისა და ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით: მიღწევები, ბარიერები და პერსპექტივები“.

სემინარის პროგრამის ფარგლებში განიხილულ იქნა ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:

–         -ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის არსებული ენერგეტიკული ურთიერთობები და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ენერგეტიკული გაერთიანებისა და ინოგეიტის პროგრამის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის განვითარება;

–         -მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაციით, ელექტროენერგიის ქსელისა და გაზსადენების ურთიერთდაკავშირებით ერთიანი ენერგო ბაზრების ჩამოყალიებება;

–         -ტრანს-ევროპული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და ნავთობისა და გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია;

–         -ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება და ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესება;

სემინარში მონაწილეობდა მურმან მარგველაშვილი, რომელიც მიწვეული იყო დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით. მან გააკეთა მოხსენება თემაზე „ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ენერგეტიკული თანამშორმლობა, საერთო ინტერესები, შესაძლებლობები და ბარიერები – ხედვა საქართველოდან“ 

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში და ზემოთ ხსენებულ საკითხებზეცხარე დებატებით  მიმდინარეობდა.

სემინარის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ინტერნეტ მისამართებზე:

http://www.europarl.europa.eu/ep-live/en/other-events/video?event=20120919-0930-SPECIAL

http://www.europarl.europa.eu/ep-live/en/other-events/video?event=20120919-1400-SPECIAL-UNKN

http://www.iris-france.org/docs/kfm_docs/docs/observatoire-pol-etrangere-europe/workshop-26-10-2012-est78639.pdf

პარტნიორები და დონორები